ნაპოლეონ ბონაპარტი – „სამუდამოდ თავს ვანებებ ჩემს პოლიტიკურ კარიერას“
ინგლისელთა ხელში ჩავარდნილმა ერთ დროს ქედუხრელმა და ქედმაღალმა – ნაპოლეონ პონაპარტმა (1769-1821 წლები) ინგლისის პრინც-რეგენტს – ჯორჯ IV-ს შემდეგი სახის მისთვის მეტად დამამცირებელი თხოვნით მიმართა:
„თქვენო უდიდებულესობავ! მე მსხვერპლი ვარ პარტიათა ბრძოლის,რომლებიც სძიძგნიან ჩემს სამშობლოს, – მე ევროპის უდიდეს სახელმწიფოთა მტრობის მსხვერპლი ვარ.სამუდამოდ თავს ვანებებ ჩემს პოლიტიკურ კარიერას და როგორც თემისტოკლე (ათენის დიდი ძველბერძენი მხედართმთავარი),კერიის სინათლისკენ რომ ისწრაფვოდა,მეც ბრიტანეთის კერას,თქვენი ქვეყნის კანონებს ვაფარებ თავს.გთხოვთ,თქვენო უდიდებულესობავ,როგორც ჩემს მოწინააღმდეგეებს შორის უძლიერესმა,მტკიცემ და კეთილშობილმა,მფარველობა გამიწიოთ”. – (ავტორი გენია.ჯი)