ერთი ქართული კაფია

ვანო

- ჩვენთან რად მოხველ,ძმობილო,

შენ ჩვენი არ ხარ საფერი,

იოსები

- მოველ და ისევა წავალ

ორი სიტყვა მაქვს სათქმელი,

ვანო

- დაგღუპეს ქედის ქვრივებმა,

იმათკე გქონდა ცალხელი,

იოსები

- მე ისეთ არაფერ მიქნავ,

რისიც შენა ხარ ჩამდენი.

გასტეხე თათრის მეჩეთი,

შორს გაგივარდა სახელი,

ციმბირში გადაგასახლეს,

კატორღა მოგცეს რვა წელი,

შენ უნდა მეჩეთზე ება,

ფეხებზე გებას საბელი,

ცოდვებსა ნანიაობდე,

ხან მოლა გცემდეს,ხან მღვდელი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>