ჯონათან სვიფტი წერდა…

„რელიგიის გამასხარავება არამც და არამც არ შეიძლებაო,გვეუბნებიან და სწორადაც გვეუბნებიან.მიუხედავად ამისა,ბიწიერებათა მხილება აუცილებელია,რამეთუ ამ ქვეყნად ერთ-ერთი ყველაზე უფრო გაცვეთილი აფორიზმი გვასწავლის,რომ რამდენადაც რელიგია უმშვენიერესი რამ არის,იმდენადვე მის მახინჯ მხარეებზე უსაძაგლესი არაფერია”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„კაცმა რომ თქვას,ნეტავ რატომ უნდა წყრებოდნენ ჩვენი ეკლესიის მესვეურნი,როცა ხედავენ,როგორ ამხელენ,თუნდაც ძალზე სასაცილო სახით,ფანატიზმის უგუნურებას და რელიგიურ ცრურწმენებს.მით უმეტეს,თუ დავუშვებთ,რომ ეს ყველაზე ნაღდი საშუალებაა მათს განსაკურნად,ანდა,ყოველ შემთხვევაში,შემდგომი გავრცელების შესაფერხებლად?” – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება