ქართველი სოციალ-დემოკრატების გაკრიტიკება არჩილ ჯორჯაძის მიერ
დიდი ქართველი მამულიშვილი - არჩილ ჯორჯაძე (1872-1913 წლები) ერთობ კრიტიკულად იყო განწყობილი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის – ნოე ჟორდანიასა და იმ პერიოდის ქვეყნის წარმართველი ძალის – „საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის” მიერ წარმოებული პოლიტიკისა და ზოგადად რომ ვთქვათ,მსოფლმხედველობის მიმართ. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნულ საკითხს არჩილმა არაერთი კრიტიკული წერილი მიუძღვნა.მათ შორის ერთ-ერთ წერილს აქვე შემოგთავაზებთ:
„კულტურული ერი მოსაზელი ცომი არ არის,საიდანაც ხან ნაზუქი გამოცხვება,ხან ხაჭაპური… ერთ ეროვნებაზე ხელის აღება და მეორეში ჩარიცხვა? ეს რაღაც უგუნურებაა! თუ ეროვნება შემაფერხებელი მოვლენაა,მეორე ეროვნების შემუშავებას კი არ უნდა შევუწყოთ ხელი,არამედ ყოველგვარი ეროვნების დანგრევას.თუ სწირავთ ქართულ ეროვნებას,უნდა გასწიროთ ყოველი სხვა ეროვნებაც.ეს უფრო გონივრული მოქმედება იქნება.დღეს კი ქართული ეროვნების უარმყოფელნი გაბატონებულ ეროვნებას უწყობენ ხელს და ამაყობენ კიდეც,დიდებულ საქმეს ვარიგებთო.დეე,დაიღუპოს პატარა ერი,ოღონდ სხვა დიდი კულტურის წარმომადგენელი ერი წარმოსდგეს ამ პატარა ერთა გათქვეფიდანო.თუ მაგრეა საქმე,ჯერ ის დაგვიმტკიცეთ,რომ ეს „მომავალი ეროვნება” ჩვენზე უფრო კულტურული და ჩვენზე უფრო სულიერად ღრმა და ნაყოფიერი იქნება… მაგრამ ამისი დამტკიცება თქვეთვის საჭირო არ არის.რას ჰკარგავთ! ჩვენს წარსულში თქვენ მარტოოდენ ბატონ-ყმობის და ფეოდალობის ინსტიტუტს ჰხედავთ: სულით და გონებით თქვენ არა ხართ დაკავშირებულნი არც ჩვენს ძველ მწერლობასთან,არც პოეზიასთან,არც ხუროთმოძღვრებასთან,არც მხატვრობასთან,არც მუსიკასთან,არც ისტორიულ და ფილოსოფიურ ნაწარმოებებთან,არა ხართ დაკავშირებულნი ქართულ კულტურასთან და რა გასაკვირველია,რომ დღეს,ამ კულტურულ ტრადიციებს მოკლებულნი,შემთხვევით გამვლელ-გამომვლელ „გმირებს” ეთაყვანებით,წარმავალ და უდღეურ დოქტრინებს აღიარებთ,უშინაარსო და უსიცოცხლო ფორმულებს იცავთ!” – (ავტორი გენია.ჯი)