დიოფანტე ალექსანდრიელის საფლავის უცნაური ეპიტაფია
“ალგებრის მამად” წოდებული დიდი ძველ ბერძენი მათემატიკოსის – დიოფანტე ალექსანდრიელის (სავარაუდოდ – 201\215–285\299 წლები) საფლავზე აღმართულ ძეგლზე მეტად უცნაური სახის მქონე ეპიტაფიაა გაკეთებული.კერძოდ:
“გამვლელო! ამ ქვის ქვეშ განისვენებს სიბერეში გარდაცვლილი დიოფანტე ალექსანდრიელის ნეშთი.მეექვსედი ნაწილი მისი ცხოვრებისა ბავშვობის ხანას ეკავა,მეთორმეტედი ნაწილი მოზარდობის პერიოდს,მეშვიდედი ნაწილი ახალგაზრდობას.შემდეგ მისი ცხოვრების ნახევარმა გაიარა,რის შემდგომაც დაქორწინდა.ქორწინებიდან ხუთი წელიწადი გავიდა,როცა მას ვაჟი შეეძინა და, როდესაც მის ვაჟს ოთხი წელი შეუსრულდა,დიოფანტე გარდაიცვალა.გამვლელო,გამოიცანი,რამდენი წლის ასაკში გარდაიცვალა დიოფანტე?” – (ავტორი გენია.ჯი)