იცით თუ არა,რომ
1. პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნები გამოცემული იქნა უცხოეთში.კერძოდ,იტალიაში.ჯერ კიდევ 1629 წელს რომში გამოიცა “ქართულ–იტალიური” ლექსიკონი და “ქართული ანბანი ლოცვებითურთ”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. ამერიკული ბალეტის ერთ–ერთ ფუძემდებლად წარმოშობით ქართველი ბალეტმეისტერი – გიორგი ბალანჩივაძე – იგივე – ჯორჯ ბალანჩინი მიიჩნევა.
* * *
3. ძველ ეგვიპტელ დამბალზამებლებს – პარასქიტები ეწოდებოდათ.
* * *
4. პარსუა – ასე მოიხსენიებდნენ სპარსელებს უძველესი ასირიელები.
* * *
5. ებრაელთა დევნა ევროპაში VIII საუკუნიდან დაიწყო. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. XVIII საუკუნის საქართველოში ერთ–ერთი ყველაზე დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენლებს – “გლეხთა გლეხები” წარმოადგენდნენ.
* * *
7. სტალინგრადში საბჭოთა ჯარების კონტრშეტევაზე გადასვლის გადაწყევტილება მიღებული იქნა ჯერ კიდევ თავდაცვითი ბრძოლების წარმოების პერიოდში.
* * *
8. ინგლისური ანდაზა – “პირში ვერცხლის კოვზით დაბადება”, – ბედნიერ ვარსკვლავზე დაბადებას აღნიშნავს.
* * *
9.”მე ვწერ ისე,როგორც ჩიტი გალობს.დავჯდები და ვწერ.არ ვფიქრობ იმაზე,რას ან როგორ ვწერ.ის თავისთავად იწერება”. – წერდა დიდი რუსი დრამატურგი და მწერალი – ანტონ ჩეხოვი – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
10. გენიალურმა ინგლისელმა რომანტიკოსმა პოეტმა – ჯორჯ გორდონ ბაირონმა 1806 წელს გამოქვეყნებული ოცდათვრამეტი ლექსისაგან შემდგარი კრებული,სახელწოდებით – “მცირე თხზულებათა” მთელი ტირაჟი თავადვე შეიძინა და კოცონზე დაწვა.