ფრიდებერტ ტუგლასის ნააზრევი…
“ადამიანის სისხლი მარილიანია და წყურვილს არ კლავს! ამის დასაბუთება იმ სისხლისმსმელთა გახსენებითაც შეიძლება,რომლებიც ვერა და ვერ ძღებიან”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“იშვიათად განმიცდია ცხოვრებაში ლამაზი სიხარული… ლამაზი დარდი – არასოდეს!”
* * *
“ყოველი მეამბოხე ბოლოს და ბოლოს ფილოსოფოსად იქცევა ხოლმე… თუ,რა თქმა უნდა,მანამდე არ გააყოფინეს ყულფში თავი”.
* * *
“ნერვები უწვრილესსა და უსათუთეს ძაფებს ჰგავსო.ცხოვრებისეული გამოცდილება კი გვარწმუნებს,რომ ისინი უზარმაზარ სიმძიმეებსაც უძლებენ”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“აზრისაგან გაქცევის ყოველგვარი ცდა უშედეგოა.გასაქცევად მხოლოდ ერთი გზაა, და იმასაც უმეცრებისა და სიცარიელისაკენ მივყავართ”.
* * *
“რა თავში ვიხლით ისეთ მარადისობას,თუ ღვთით ნაბოძებ სიცოცხლის წლებს მაიმუნობაში გავატარებთ?!”
* * *
“ქვეყანაზე არც ისე ბევრი შეგნებული არამზადაა,როგორც ეს ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს.მათი დიდი უმრავლესობა – პატივმოყვარენი,კარიერისტები და ინტრიგანები – თავიანთ ყოველ მოქმედებას გამართლებულად მიიჩნევენ.
რაც შეეხება არამზადათა დანარჩენ ნაწილს,იმათ სულ სხვა სენი სწირთ.მათი აზრით,ისინი ყველაზე კეთილი,სამართლიანი და წმინდა სულისანი არიან,ხოლო თუ მაინც უკეთურობას სჩადიან,ეს მხოლოდ იმიტომ,რომ მათ ირგვლივ ბოროტება მეფობს და სხვა გზა არა აქვთ, – როგორმე თავი უნდა დაიცვან”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“დღეს ფეიერვერკს უკრავენ ტაშს და არა მზის ამოსვლას”.
* * *
“ხშირად ამა თუ იმ საზოგადოებაში სიცოცხლე არც ღირს,მაგრამ ხეზე ცხოვრება ბევრად უარესი იქნებოდა”.
* * *
“გენიალობის ერთადერთი წინაპირობა მშობელი ხალხის სულიერი სამყაროს ღრმად წვდომაა”.