მიქელანჯელო ბუონაროტი უკანასკნელ გზაზე…
“მეხსიერებამ და გონებამ წინ გამისწრეს,რათა საიქიოს დამიცადონო”, – სიცოცხლის უკანასკნელ ეტაპზე წერდა გამხმარ სხეულიანი,კბილებ ჩაცვენილი და ნახევრად დაბრმავებული ბერიკაცი,ბერიკაცი კი არა და – “ტიტანი” – მიქელანჯელო ბუონაროტი (1475–1564 წლები).ნახევრად დაბრმავებული “ტიტანი”,რომელიც სიცოცხლის უკანასკნელ ეტაპზე ბელვედერში დაჰყავდათ,რათა მის მიერ შექმნილ შედევრ–ქანდაკებებს ხელის ცეცებით შეხებოდა და მათით დამტკბარიყო.
სიბერის ჟამს მიქელანჯელო საყოველთაო პატივისცემით იყო გარემოცული.რომის პაპები,მეფეები და მედიჩები ამაყობდნენ მასთან სიახლოვით.ჰერცოგ კოზიმო მედიჩის ვაჟი ფრანჩესკო პატივისცემის ნიშნად ქუდმოხდილი ხვდებოდა აღორძინების ეპოქის გენიალურ ხელოვანს. (ავტორი გენია.ჯი) თორმეტი ხელმწიფე ცდილობდა მისი გულის მოგებას.თვით ზვიადმა კარლოს V–მ,რომელიც ფეხზე ადგომით ხვდებოდა მას,თავიანთი უკანასკნელი შეხვედრისას “ტიტანს” ასეთი რამ განუცხადა: “მეფეები ბევრია,მიქელანჯელო კი ერთიო”.ფრანცისკ Ι დიდი ხნის განმავლობაში ამაოდ ეპატიჟებოდა ბუონაროტის და მას მუდმივი კრედიტიც კი გაუხსნა რომში – 1 500 ფრანკის ოდენობით – იმ შემთხვევისათვის,თუ იგი საფრანგეთში წასვლას გადაწყვეტდა.ოსმალეთის იმპერიის სულთანი ფრანცისკის მსგავსად ამაოდ იწვევდა მას სტამბოლში.
იულიუს II, რომელიც დიდად აფასებდა მიქელანჯელოს პირადად არაერთხელ ხლებია მას,მხოლოდ მომდევნო პაპი მარკელ II, გენიოსის ძველი მტერი,ალმაცერად უყურებდა ბუონაროტის და უზენაესმა “დასაჯა” კიდეც: რომის პაპად არჩევიდან 21 დღის გასვლის შემდგომ წმინდა პეტრეს წერილი წაუღო – ტიტანი შენს ტაძარს აგუმბათებს ვატიკანში და მახარობლად გამომგზავნაო.
მომდევნო პაპი,პავლე II, დიდხანს ფიქრობდა,როგორ ჩამოეფხიკა “ტიტანის” შედევრი ქმნილება – “განკითხვის დღე”.ამ ფიქრში მას აღსასრულმაც მოუსწრო.კიდევ ერთი პაპი,უკვე მეცამეტე და უკანასკნელი მიქელანჯელოს სიცოცხლეში,პიუს IV (მედიჩი) ადის ტახტზე… მაგრამ რა ესაქმება უკვდავ ხელოვანს მოკვდავ პაპთან?
ტიციანის გარდაცვალებიდან თორმეტი წლის გასვლის შემდეგ მეხმა იქუხა, 1564 წლის 18 თებერვალს მიქელანჯელო ბუონაროტი გარდაიცვალა.მის სარეცელთან ამ დროს ქანდაკებებად ასვეტილიყვნენ მისი მსახური – ტომაზო კავალიერო და ექიმი – დანიელო და ვოლტიერა… (ავტორი გენია.ჯი)
” – სულს ზეცას ვაბარებ,სხეულს – ფლორენციას!” – ასე თქვა უკანასკნელად ფლორენციული სახვითი ხელოვნების სკოლის თვალმარგალიტმა,რომელმაც იცოდა მეტი,ვიდრე თვით ბუნებამაც კი.
სად დაკრძალავდნენ იტალიის დიდებას?
– მე ოლიმპოზე დავკრძალავდი, – თქვა ანჯელო ბრონზინომ,რომელიც განსვენებულს მუდამ აღმერთებდა.
– არა,სენიორ ანჯელო! მიქელანჯელოს შემდეგ ოლიმპოს მიწა მწირია.ფლორენციას ვამჯობინებდი, – მიუგო ჯორჯო ვაზარიმ.
რომის პაპი სხვა აზრზე იყო: რომში დავკრძალავ,წმინდა პეტრეს ტაძარში,სადაც მხოლოდ ხელმწიფეებსა და პაპებს მარხავენო.
მაგრამ ამ დროს კოზიმო მედიჩისაც სურდა თავისი წილი დიდების მოპოვება.მან ჯორჯო ვაზარის უშუალო დახმარებით გააპარა “ტიტანის” ცხედარი ფლორენციაში: ტომარაში ჩადეს.არასოდეს არც ერთ ვაჭარს არ ჰქონია ეგზომ ძვირფასი საქონელი.
სამგლოვიაროდ მოერთოთ სანტა–კროჩეს ეკლესია,უკვდავთა სავანე.ლამის მთელი ევროპა ეწვია იმ დღეებში ფლორენციას.
დაკრძალვის დღეს აღმოჩნდა,რომ მიქელანჯელოს სხეული მუმიად ქცეულიყო.
და ბოლოს: მეფურად მორთულ ეკლესიაში მეტად მრავლისმეტყველი სიტყვა წარმოთქვა ვარკიმ – “ფლორენცია ბედნიერია,რომ თავის შვილთა შორის შეუძლია ქვეყნიერებას უჩვენოს ის,ვისი სადარიც ვერ შვა თვით საბერძნეთმაო…” – (ავტორი გენია.ჯი)