ჩარლზ ალექსანდრე ისტმენი
ჩარლზ ალექსანდრე ისტმენი - დაიბადა 1858 წლის 19 თებერვალს,ინდიელთა რეზერვაციაში,რედვულდ-ფოლსში (მინესოტას შტატი).იგი წარმოადგენდა ერთ-ერთ პირველ ინდიელ მწერალს,რომელსაც მოიხსენიებდნენ სახელით – ოხაიეზა.გარდა ამისა იგი,პროფესიით ექიმიც გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) ჩარლზის დედა მეტისი ქალი მერი ნენსი გახლდათ,ხოლო მამა “ვახპეტონების” ინდიელთა ტომის ბელადი იყო.დაბადებისას მას სახელად – ჰაკადა უწოდეს,რაც “უმცროს შვილს” აღნიშნავდა.დედამისი მშობიარობის დროს გარდაიცვალა.ზედსახელი – ჰაკადა,რომელიც “გამარჯვებულს” აღნიშნავდა,ერთ-ერთი თამაშის გამარჯვების შემდგომ უწოდეს.სანტი-სიასუს ინდიელი ხალხის აჯანყებისას 1862 წელს,იგი ოჯათან ერთად მინესოტადან,კანადის პროვინცია მანიტობაში გადაიხვეწა,რა დროსაც ოჯახს გაეყარა და სიუს ინდიელი ხალხის გვერდით დაიწყო ცხოვრება,ჯერ კიდევ 12 წლის ასაკში.თუმცა 1874 წელს იგი მამასა და უფროს ძმას კვლავ შეუერთდა სამხრეთ დაკოტის შტატში.ჩარლზის მამა აქტიური ბრძოლით გამოირჩეოდა,რის შედეგადაც იგი დააკავეს და 12 წელი დევენპორტის ციხეში გაატარა.ამ პერიოდში იგი მოინათლა ქრისტიანად და სახელად დაირქვა – ჩარლზ ალექსანდრე ისტმენი.დაწყებითი განათლება ინდიელთა სკოლაში მიიღო,ხოლო შემდეგ ჯერ კოლეჯში ჩააბარა და მოგვიანებით სწავლა დართმუზის ცნობილ კოლეჯში განაგრძო.1887 წელს კოლეჯმა მას “ბაკალავრის” ხარისხი მიანიჭა.1889 წელს იგი კვლავ აგრძელებს სწავლას და ამრიგად ბოსტონის კოლეჯის,სამედიცინო ფაკულტეტზე ჩაირიცხა,სადაც დაეუფლა მედიცინის მუშაკის პროფესიას.აღსანიშნავია,რომ ჩარლზი – ამერიკის შეერთებული შტატების პირველი სამედიცინო დიპლომის მქონე ინდიელი გახდა ისტორიაში.1890 წლის ზაფხულში,მუშაობას იწყებს ბოსტონში მდებარე,”ინდიელთა საქმეების ბიუროში”.მალევე გადადის ექიმად პაინ-რიჯის,ინდიელთა რეზერვაციაში.”ვუნდედ ნის” ცნობილი სასაკლაოს შემდეგ დახმარება აღმოუჩინა დაჭრილ ინდიელებს.რეზერვაციაში ყოფნისას გაიცნო პედაგოგი – ელეინ გუდეილი,რომელთანაც მალევე დაქორწინდა.1892 წელს,ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადადის სენტ-პოლში,სადაც ექიმად დაიწყო მუშაობა.იმის გამო რომ “თეთრკანიან” მოსახლეობას ინდიელების სამედიცინო კვალიფიკაციაში ეჭვი ეპარებოდათ,იძულებული გახდნენ ოჯახით დაეტოვებინათ საცხოვრებელი ადგილი.1899 წელს,გაიცნო გერტრუდა სიმონს ბონინი,რომელმაც დიდი ბიძგი მისცა ,სამწერლო ასპარეზზე გამოსვლისა და სწორედ ამ პერიოდიდან იწყებს იგი თხზულებების წერას. (ავტორი გენია.ჯი) ის წერდა საკუთარ მოგონებებს,მისი ხალხის ისტორიის შესახებ,რაც საკმაოდ სინტერესო მასალებია იმ ხალხის წარსულის შესახებ.ლიტერატურულ სამყაროში ფეხშედგმულ ჩარლზს,დიდ დახმარებას უწევდა მეუღლე.მალევე ჩარლზი იქცა ამერიკაში “ბოისკაუტების მოძრაობის” ერთ-ერთი აქტიური მონაწილე.1921 წელს,იგი არაოფიციალურად დასცილდა მეუღლეს,რის შემდეგადაც ფაქტიურად შეწყვიტა ლიტერატურული მოღვაწეობა და მხოლოდ ლექციების კითხვას სჯერდებოდა.სიცოცხლის უკანასკნელი პერიოდი მიჩიგანის შტატში გაატარა.1939 წლის 8 იანვარს ჩარლზ ალექსანდრე ისტმენი,გარდაიცვალა გულის შეტევის შედეგად და დაკრძალულ იქნა დეტროიტში.მისი სახელი კი სამარადჟამოდ დამკვიდრდა ლიტერატურაში,როგორც პირველი ინდიელი მწერალი მამაკაცი და პირველი ინდიელი ექიმი,რომელსაც ოფიციალურად გადაეცა “სამედიცინო დიპლომი”. (ავტორი გენია.ჯი)