დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!
ძვ.წ.აღ–ით V საუკუნის ერთ–ერთმა ყველაზე სახელოვანმა ძველ ბერძენმა მოქანდაკემ და მხატვარმა – პოლიგნოტმა, “ოდისევსის” ქანდაკების დამზადებისათვის გასამრჯელოს მიღებაზე კატეგორიული უარი განუცხადა ათენის ხელისუფალთ.მან თავისი გენიალური ქმნილება სრულიად უსასყიდლოდ უსახსოვრა ქალაქს.დაასახელეთ,რა უფლება ებოძა სამაგიეროდ ამ უდიდეს ხელოვანს მადლიერი ბერძენი ერისაგან? – (ავტორი გენია.ჯი)
* * * * * * *
პასუხი: პოლიგნოტს მთელს საბერძნეთში უსასყიდლოდ ცხოვრების უფლება უბოძეს – სადაც უნდა მისულიყო და რაც არ უნდა ეთხოვა. – (ავტორი გენია.ჯი)