ჟაკ–ლუი დავიდი – “ეპიზოდი”
ერთ დღეს დიდმა ფრანგმა მხატვარმა და ფრანგული ნეოკლასიციზმის ფუძემდებელმა ხელოვანმა – ჟაკ–ლუი დავიდმა (1748–1825 წლები),რომელსაც ცხოვრების გარკვეული პერიოდის განმავლობაში უკიდურეს სიდუხჭირეში მოუხდა ცხოვრება,თავის სახლში ლუვრის დიდებული მუზეუმის კეთილმოწყობის უფროსი,მეტად გავლენიანი პიროვნება – პეკუელი დაპატიჟა. (ავტორი გენია.ჯი) მხატვარს ისიც კი დაავიწყდა,რომ ესოდენ საპატიო სტუმრის საკადრისი ჯამ–ჭურჭელიც კი არ გააჩნდა ბინაში, და გაშიშვლებულ მაგიდაზე სუფრის ნაცვლად გადამწყვეტ წუთს ჯერაც დაუსრულებელი თავისი უკვდავი ქმნილება – “პატროკლეს გასვენება” გადააფარა.დავიდის საქციელმა სტუმარი არა მხოლოდ გააოცა,არამედ გააცხარა კიდეც – “უცნაური ხალხი ხართ მხატვრები,ფეხქვეშ თელავთ ისეთ სურათებს,რომელთა ფასი მალე ათასობით ლიუდორი იქნებაო! – განუცხადა ჟაკ–ლუის გაცხარებულმა პეკუელმა და არც შემცდარა,რადგან სწორედ მაგიდაზე სუფრის ნაცვლად გადაფარებულმა ტილომ უკვდავყო ჟაკ–ლუი დავიდის სახელი. (ცნობისათვის,მოგვიანებით ფრანგმა მხატვარმა პეკუელის არც თუ ისე ლამაზ ქალიშვილზე – შარლოტაზე იქორწინა). – (ავტორი გენია.ჯი)