“ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”
“ვინ ისურვებს შენს დახატვას,როცა არავის უნდა შენი დანახვა?” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“დრო გააჩენს საბოლოო სამართალს”.
* * *
“ქვეყნად ორი საწყისია: სიკეთე და ბოროტება”.
* * *
“ვინ აწონის და გაზომავს განუზომელს?”
* * *
“სასტიკი და სამართლიანი ისტორია ასაკისათვის შეღავათს არ იძლევა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“მართლაცდა,რა ბოროტად დასცინის ადამიანს მისივე წარმომშობი ბუნება და რა სამძიმოა ამის შეგნება!”
* * *
“მოვალს ჟამი…”
* * *
“როცა შენც სტყუი და მუდამ იღიმები ერთი ლუკმა პურისათვის,მყუდრო კუთხისა და პატარა ჩინისათვის,რომელიც გროშად არ ღირს, – განა ასეთი ცხოვრება ასატანია?”
* * *
“ამბობენ ცისარტყელას თვალწარმტაცი ფერადოვნება რძის ფერში გადადისო… ეს თუ ასეა,მაშინ ნაირგვარ სიცრუეთა ჯამში სიმართლის აღმოჩენაც არ უნდა გაგვიჭირდეს”.
* * *
“უზენაესს შეუძლია შემოქმედს წაართვას სმენა,მხედველობა,ჯანი,მაგრამ გენია კაცის საკუთრებაა და მას ვერ წაართმევს”. – (ავტორი გენია.ჯი)