ფირდოუსის შესახებ…
“დიდება ლომის ხახაშიც რომ გეგულებოდეს,მიდი,გაბედე,ლომს შეები და ამოაცალეო”, – წერდა უზარმაზარი და ხელთუქმნელი ძეგლის – “შაჰ–ნამე”–ს გენიალური სპარსი ავტორი – ფირდოუსი (940–1029 წლები).სამწუხაროდ,სპარსულ–ტაჯიკური ლიტერატურის განვითარებაში უდიდესი წვლილის დამდები პოეტის – ფირდოუსის ნამდვილი სახელიც კი უცნობია ჩვენთვის,მისი ბიოგრაფიის სხვა უცნობ დეტალებზე რომ აღარაფერი ვთქვათ (ფირდოუსი ზედწოდებაა და “სამოთხელს” აღნიშნავს)..
ნიზამი არუზის ცნობით,ფირდოუსს ერთი ასულის გარდა სხვა ძე არ ესვა. (ავტორი გენია.ჯი) იმისათვის,რომ მამას ქალიშვილისათვის მზითევი შეეძინა “შაჰ–ნამე” გალექსა და ამას თავისი ცხოვრების 25 წელიწადი შეალია.მას შემდეგ,რაც ფირდოუსმა “შაჰ–ნამეს” (მეფეთა წიგნი) დასრულებული ვარიანტი წარუდგინა ლაზნინში მყოფ სულთან მაჰმუდს,იმის ნაცვლად,რომ ავტორს მისგან ქება და ღირსეული გასამრჯელო მიეღო,ფანატიკოსი მბრძანებლისაგან სამარცხვინოდ მცირე გასამრჯელო მიიღო: დაღლილი ფირდოუსი აბანოში ისვენებდა და ლუდით გულს იგრილებდა,რა დროსაც სულთანისაგან გამოგზავნილი მხოლოდ 20 000 დირჰემი მიუტანეს “შაჰ–ნამეს” ავტორობისათვის.შეურაცხყოფილმა მგოსანმა მბრძანებლის მიერ გაგზავნილი ფული მექისესა და ლუდის გამყიდველს გაუყო და იმავე ღამით ჰერათს გაიხიზნა,სადაც ექვსი თვე ემალებოდა მაჰმუდის დამქაშებს.
როდესაც მაჰმუდი ფირდოუსის უკვდავი ქმნილების – “შაჰ–ნამეს” არსს საბოლოოდ ჩასწვდა,პოეტს ჯილდოს სახით სამოცი ათასი დინარი გაუგზავნა.მაგრამ,როდესაც სულთნის მიერ ფირდოუსისათვის გაგზავნილი ქარავანი პოეტის მშობლიური ქალაქის ერთ კარიბჭეს მიადგა,მეორე კარიბჭიდან ფირდოუსის ცხედარი გაჰქონდათ.ქარავანმა დაიგვიანა…
საყურადღებოა ის გარემოება,რომ სპარსული პოეზიის თვალმარგალიტ პოეტს,ვითარცა ურწმუნოს და შერისხულს,მუსლიმანთა სასაფლაოზე არ დაუდეს ბინა. (ავტორი გენია.ჯი) იგი იქვე დაკრძალეს,ქალაქის კარებთან აყვავებული ხეების ჩრდილში (იქვე განისვენებს დღემდე).გასათვალისწინებელია ისიც,რომ ფრიდოუსის ქალიშვილმა არ მიიღო სულთნის ნაგვიანევი წყალობა და მის მიერ გამოგზავნილი ოქრო ხანაგათა და ქარვასლათა მშენებლობას შესწირა.დროთა განმავლობაში სპარსი პოეტის საფლავი გაპარტახდა,თუმცა მოგვიანებით მის გაპარტახებულ საფლავზე აგებული იქნა გრანდიოზული მოვზოლეუმი. – (ავტორი გენია.ჯი)