კნიდოსელი აფროდიტე – “ეპიზოდი”
გენიალური ძველ ბერძენი მოქანდაკის – პრაქსიტელეს მიერ ძვ.წ.აღ–ით 350–320 წლებში დამზადებული სილამაზისა და სიყვარულის ღვთაების – აფროდიტეს ქანდაკება,რომელსაც დღეისათვის – “კნიდოსელი აფროდიტეს” სახელწოდებით მოიხსენიებენ და, რომელიც ადამიანის მშვენიერების ტრიუმფად გახლავთ წოდებული,იმთავითვე მრავალი მოტრფიალე და ხელში ჩაგდების მსურველი ჰყავდა.მათ შორის ისეთი გავლენიანი პერსონა,როგორიც გახლდათ მეფე ნიკოდიმოსი.ცნობილია,რომ კნიდოსელებს ნიკოდიმოსის ძალიან დიდი ვალი ემართათ.სწორედ ამით გადაწყვიტა ესარგებლა ნიკოდიმოსს.მან კნიდოსელებს “კნიდოსელი აფროდიტეს” სანაცვლოდ,ყველა ვალის პატიება და ფინანსური დახმარების გაგრძელება აღუთქვა,თუმცა კნიდოსელებმა მათ მფლობელობაში არსებული უნიკალური ქმნილების დათმობაზე მეფეს უარი შემდეგი სიტყვებით შეუთვალეს – “ჯობს სიღატაკეში სული ამოგვხდესო!” – (ავტორი გენია.ჯი)