აპელესი – “ეპიზოდი”
ერთ–ერთი გადმოცემის თანახმად,დიდი ძველ ბერძენი მხატვარი და ალექსანდრე მაკედონელის მეგობარი – აპელესი (ძვ.წ.აღ–ით 370–306 წლები) ხმელთაშუა ზღვაში მდებარე კუნძულ როდოსზე ვიზიტისას თავის ყველაზე ძლიერ კონკურენტს – პროტოგონს ესტუმრა. (ავტორი გენია.ჯი) ნიშანდობლივია ის გარემოება,რომ მაკედონელის სამეფო კარის მხატვარი,რომელსაც ერთადერთს ჰქონდა პატივი მინიჭებული მეფის სახის დახატვისა,ერთობ ზომიერების გრძნობით გამორჩეული პიროვნება გახლდათ,რასაც ისიც მოწმობს,თუ რას ამბობდა აპელესი მის კონკურენტ – პროტოგონზე: “ჩვენ ორივე კარგი მხატვრები ვართ და იქნება ჩემზე აღმატებულიც გამოსულიყო,დროზე შეჩერების უნარი რომ ჰქონოდაო”.
პროტოგონთან სტუმრად მისულ აპელესს კონკურენტი სახლში არ დაუხვდა,რის შემდგომაც,მის კარებზე აფროდიტე დახატა და წავიდა.შინ დაბრუნებულმა ოსტატმა აპელესის ხელწერა იცნო და თავადაც რაღაც უკეთესი დეტალით შეავსო მისი ნამუშევარი.აპელესი პროტოგონს მეორედაც ეწვია სახლში,თუმცა იგი არც ამჯერად დაუხვდა საპატიო სტუმარს სახლში.აპელესმა პირველი ვიზიტის მსგავსად,ხელახლა დახატა პროტოგონის კარებზე ქალღმერთის გამოსახულება და წავიდა.სახლში დაბრუნებულმა ოსტატმა კვლავაც იცნო აპელესის ხელწერა და იმდენად მოიხიბლა მისი ქმნილებით,რომ აპელესისადმი ღრმა პატივისცემის–და ნიშნად,მის კარებზე დახატული აფროდიტეს წინაშე – ქედი მოიხარა (მოგვიანებით აღნიშნული ესკიზი რომში ჩაიტანეს,თუმცა,სამწუხაროდ,იგი ავგუსტუსის სასახლეში გაჩენილ ხანძარს ემსხვერპლა). – (ავტორი გენია.ჯი)