ერნესტ მილერ ჰემინგუეი – “ეპიზოდი”
დიდ ამერიკელ მწერალსა და რომანისტს – ერნესტ მილერ ჰემინგუეის (1899–1961 წლები) ერთ–ერთმა კორესპოდენტმა ჰკითხა,თუ რა აზრის გახლდათ იგი წინამორბედ მწერლებზე,რაზეც მისგან შემდეგი პასუხი მიიღო:
“ჯერ ბატონი ტურგენევი დავამარცხე აუღელვებლად,შემდეგ კარგად მოვემზადე და ასევე ვძლიე მესიე დე მოპასანს.სტენდალთან ორი შეხვედრა ფრედ დავამთავრე,თუმცა ჩემის აზრით,მეორე შეხვედრა ჩემი უპირატესობით მიმდინარეობდა.რაც შეეხება ტოლსტოის,ცოცხალი თავით ვერავინ გამიყვანს რინგზე მასთან საბრძოლველად,თუ ჭკუაზე არ შევიშალე ან ძალიან არ გავიზარდე”. – (ავტორი გენია.ჯი)