ჰანს ჰოლბაინ უმცროსი – “ეპიზოდი”
როგორც მრავალი ისტორიული წყარო მოწმობს,რომის პაპის მოქიშპე ინგლისის მეორე ტიუდორი მეფე – ჰენრი VIII ძალიან დიდ პატივს სცემდა მისი სასახლის კარზე მოღვაწე ერთ–ერთ უდიდეს გერმანელ მხატვარს – ჰანს ჰოლბაინ უმცროსს (1497–1543 წლები),რაც თავის მხრივ,დიდ უკმაყოფილებას იწვევდა გერმანელი გენიოსის მოშურნეებში. (ავტორი გენია.ჯი) ერთ დღეს ანგლიკანური ეკლესიის მეთაურს და ქვეყნის მმართველთან მეფეს მასთან დაახლოებული კარისკაცი ეახლა და ჰოლბაინს უჩივლა – ”ამ გერმანელმა სამარე გაგვითხარაო”.კარისკაცის ინფორმაციამ მონარქი გულიანად გააცინა და სწორედ მაშინ წარმოთქვა ჰენრი VIII–მ თავისი სამეფო კარის მხატვრის შესახებ ის ისტორიული სიტყვები,რომლებმაც საბედნიეროდ,ჩვენამდე მოაღწია – “შვიდი გლეხიდან შვიდ კარისკაცს გამოვიყვან,შვიდი კარისკაციდან კი ერთი ჰოლბაინიც არ გამოვაო”. – (ავტორი გენია.ჯი)