კამილო ხოსე სელას მეტად საინტერესო “ავტობიოგრაფია”
მე დავიბადე დიდი ხნის წინათ ირია–ფლავიაში,რომელიც ოდესღაც ძველი რომაელების ფორპოსტი იყო კელტური დასავლეთის მეშვიდე ქვეყანაში.იქიდან მოყოლებული დღემდე ხან სად ვცხოვრობ და ხან სად, და ეს ძალიან ხელსაყრელია ჩემთვის.მრავალფეროვნებისათვის ერთხელ ვიომე,ორჯერ დავქორწინდი,ერთ ვაჟიშვილს მივანიჭე სიცოცხლე და ერთი ოცი ცალი წიგნიც გამოვეცი.არც ერთი ხე არ დამირგავს და არც ერთი სტრიქონი არ დამიწერია მომჭირნეობის სარგებლიანობაზე. (ავტორი გენია.ჯი) ჩემი წიგნების სახელწოდებებს გამოვტოვებ,თავისთავად იგულისხმება,რომ ყოველმა ასე თუ ისე განათლებულმა კაცმა უწყის მათი სახელები.ცოდვა გამხელილი ჯობია – რა დასანანიც არ უნდა იყოსსახალხო კუთვნილებად ვიქეცი.
სიმაღლე – მეტრი და ოთხმოცი მაქვს,წონა – სამოცდაჩვიდმეტი,ფეხსაცმლის ზომა – ორმოცდაერთი,სისხლის არტერიული წნევა – ას ოცი,თვალები თაფლისფერი, – სიბნელეში მწვანედ მიბრწყინავს,თმაც თვალების შესადარი.განსაკუთრებული ნიშნებიც მაქვს: ორი ნაიარევი – ნიკაპსა და ტუჩზე და ორი ჭრილობა – საზარდულზე და მკერდში (საბედნიეროდ მარჯვნივ).რას იზამ,გასაკვირველი არაფერია,ჩვენ – ოცდაჩვიდმეტის წვევამდელები ვართ.
ხშირად ვიცვლიდი საქმიანობას,ალბათ იმიტომ,რომ არც ერთი არ მომწონდა.სიტყვის წარმოთქმა არ მიყვარს და არც ევროპის ერთიანობის მწამს რაიმე.სამაგიეროდ რიგრიგობით გახლდით კარგი ოჯახის ვაჟიშვილიც,ჯარისკაციც,პოეტიც,ტორეროც,მოხელეც,პროზაიკოსიც,მსახიობიც,რედაქტორიც და ლექტორიც.უნივერსიტეტში ვსწავლობდი,მაგრამ მოვახერხე,რომ გამოცდები არ ჩამებარებია.ჩემი წიგნები – რას იზამ! – ყველა ენაზეა თარგმნილი და ჩემს სიცოცხლეში პრემია არ მიმიღია.
სურათის გადაღების დროს არ ვიცინი,რომ,უფალმა დამიფაროს,მომავლის ერთ–ერთ ისტორიკოსად არ მიმიჩნიონ.მიამიტ ადამიანებს ჰგონიათ,კარგად ცხოვრობსო,სხვა მიამიტები – წონასწორობის შესანარჩუნებლად – თვლიან,რომ ცუდად ვცხოვრობ.ისინიც ცდებია და ესენიც.
თავი ესპანეთის საუკეთესო მწერლად მიმაჩნია ოტხმოცდათვრამეტი წლის თაობის შემდეგ და თვითონვე მიკვირს,რა ადვილად მივაღწიე ამას.მომიტევეთ,აბა,რა უნდა მექნა!
ნათლობისას შემდეგი სახელები დამანათლეს: კამილო,ხოსე,ხუანი,რამონი,ფრანსისკო,ანტონიო,სანტიაგო,აბრამი,საკარიასი,ლევი,კამილო – მშობლების სურვილით,ხოსე იმიტომ რომ,მისი სახელობის დღეს დაქორწინდნენ (მეც მინდოდა ცხრამეტ მარტს დავქორწინებულიყავი,მაგრამ ვერ მოვახერხე); ხუანი ბაბუაჩემის პატივსაცემად; რამონი – წმინდა რამონ ნონატოს პატივსაცემად; ფრანსისკო – მაინც რატომ ვარ ფრანსისკო? ანტონიო – რადგან ყველა ჩემს ძმას ასე ჰქვია,ჩვენს ოჯახში ეს სახელი უყვართ; სანტიაგო იმიტომ დამარქვეს,რომ იმ კლდის მახლობლად დავიბადე,სადაც მოციქულის ნაწილები იპოვეს; აბრამი,საკარიასი და ლევი ალბათ იმიტომ,რომ მთლად წმინდა სისხლის არიელი არ გახლავართ. – (ავტორი გენია.ჯი)