სესოსტრის I-ის უჩვეულო თვისება
ეგვიპტის ისტორიაში ერთ–ერთ უდიდეს მხედართმთავარსა და ფარაონს – სესოსტრის I-ს (მმართველობის პერიოდი ძვ.წ.აღ–ით 1956–1911 წლები),რომელმაც ეგვიპტის სამეფოს იმაზე მეტი ტერიტორიები შემატა ბრძოლებით,ვიდრე სხვა ნებისმიერმა ეგვიპტელმა მმართველმა ისტორიაში,ერთი მეტად უჩვეულო და შეიძლება ითქვას,გაუგონარი თვისება ახასიათებდა. (ავტორი გენია.ჯი) ყოველი ბრძოლის დასრულების შემდგომ,თავისი გამარჯვების აღსანიშნავად სესოსტრისის ბრძანებით ხუროთმოძღვრები ბრძოლის ველზე აგებდნენ უზარმაზარ კოლონებს,რომლებზეც ამოკვეთილი გახლდათ დიდი ეგვიპტელი ფარაონისა და მხედართმთავრის ვინაობა,მისი საბრძოლო წარმატებების ნუსხა და როგორ დაამარცხა მტერი ამა თუ იმ ბრძოლაში.თუმცა ამაში გასაკვირი არაფერი იქნებოდა,რომ არა ერთი მეტად უჩვეულო გარემოება: იმ შემთხვევაში,თუკი სესოსტრისის მიერ დამარცხებული მოწინააღმდეგე ძლიერი იყო და სიმამაცითაც გამოირჩა ბრძოლის ველზე,მაშინ მის მიერ აღმართულ კოლონებზე – მამაკაცის უზარმაზარ გენეტალიებს სახავდა ღირსეული მოწინააღმდეგის მიერ გამოჩენილი ვაჟკაცობის სიმბოლოდ,ხოლო თუკი მოწინააღმდეგემ ლაჩრულად მიატოვა ბრძოლის ველი,ამ შემთხვევაში კოლონებზე – ქალის უზარმაზარ გენეტალიებს აკვეთინებდა ოსტატებს მოწინააღმდეგის დამცირების ნიშნად.საყურადღებოა ის გარემოება,რომ ასეთი სახის რამდენიმე კოლონა დღემდე შემორჩა ომის ქარცეცხლში გახვეული თანამედროვე სირიის ტერიტორიაზე. – (ავტორი გენია.ჯი)