ჰაინრიხ ჰაინე – “მოღალატე ქალს”
მე სამარცხვინო შენი ღალატი,
არ გავუმხილე ადამიანებს,
ზღვაში ჩავედი,თევზებს ვუამბე,
მდუმარე ტალღა აახმიანეს.
მხოლოდ ხმელეთზე გიტოვებ სახელს,
არ მინდა გყავდეს კაცი მზრახველი,
ოღონდ უსაზღვრო ოკეანეში
გატეხილი გაქვს უკვე სახელი.