რაში სდებდა ბრალს რობერტ სოუთი ჯორჯ გორდონ ბაირონს?
როგორც ცნობილია,გამოჩენილ ინგლისელ რომანტიკოს პოეტს – რობერტ სოუთს (1774–1843 წლები) ერთობ დაძაბული ურთიერთობა, და შეიძლება ითქვას,მტრული დამოკიდებულებაც კი გააჩნდა გენიალურ ინგლისელ რომანტიკოს პოეტთან – ჯორჯ გორდონ ბაირონთან (1788–1824 წლები). (ავტორი გენია.ჯი) ცნობისათვის,ბაირონის სახელის გატეხის ცდები ნისლიან ალბიონზე,მისი ლიტერატურული დიდების პირველი პერიოდიდანვე დაიწყო.თავის მხრივ,ამ ამაზრზენ კამპანიაში აქტიურად იყო ჩართული რობერტ სოუთი,რომელიც თავის კონკურენტ პოეტს საჯაროდ ლანძღავდა და უამრავ დანაშაულში სდებდა ბრალს სრულიად უსამართლოდ.იგი აცხადებდა: “ბაირონი გახლავთ ის ადამიანი,რომელმაც სამარცხვინო დაღი დაასვა დიდი ინგლისის ლიტერატურას.იგი უმძიმეს დანაშაულს სჩადის საზოგადოების მიმართ,რადგან მის თხზულებებში დაცინვის შხამი საშინელებათა ცეცხლზე ილესება,გარყვნილების ჭუჭყი ურწმუნოებას ერწყმის,ხოლო უკიდურესი ზნეობრივი დაცემა – თავისუფლად მოაზროვნის მეამბოხე ქადაგებას”.
სამშობლოს მიერ მოძულებულმა ბაირონმა,რომელიც იმ პერიოდში ვენეციას აფარებდა თავს,სოუთის საპასუხოდ შემდეგი სახის ჩანაწერი გააკეთა ინგლისის შესახებ: “ნუღარაფერს მეტყვით ინგლისზე.მასზე არაფრის გაგონება არ მსურს.მე იქ მქონდა ოჯახი,ბავშვი,სახლი,მიწა,სახელი.ყველაფერი შეიცვალა და გაქრა.ჩემი ცხოვრების უკანასკნელი,საუკეთესო ათი წლიდან ექვსი სამშობლოს საზღვრებს გარეთ გავატარე.მე ვეღარ ვგრძნობ ჩემი ქვეყნისადმი სიყვარულს.მაგრამ მტრობა ორივე მხრიდან თანატოლი უნდა იყოს”. – (ავტორი გენია.ჯი)