იცით თუ არა,რომ
1. ”რაკი ღმერთმა პაპობა გვიბოძა,ვისარგებლოთ შემთხვევით და უკიდეგანოდ დავტკბეთო”, – აცხადებდა ავხორცი და პატივმოყვარე – ლეო X (მედიჩი),რომელიც ცნობისათვის,რომის პაპის ტახტზე ვენერიული სენით დაავადებული ავიდა. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. ირლანდიული წარმომავლობის მქონე დიდი ამერიკელი პროზაიკოსი და აღმოსავლეთმცოდნე – ლაფკარდიო ჰერნი (1850–1904 წლები),რომელიც წიგნის კითხვის გასაოცარი მოყვარული გახლდათ,ბალღობიდანვე ცალთვალა იყო,თუმცა უნდა შევნიშნოთ,რომ მას მეორე თვალიც ხშირად სტკიოდა.
* * *
3. სულხან–საბა ორბელიანის მიხედვით,ქართულად სიტყვა “რაინდი” თავდაპირველად “ცხენთა გამწვრთნელ კაცს” აღნიშნავდა.
* * *
4. ცხენზე ამხედრებული წმინდა გიორგი,რომელიც გმირავს დრაკონს,იკონოგრაფიაში უპირატესად გვხვდება XII საუკუნიდან.ადრინდელ ხატებზე იგი უფრო ხშირად გამოსახულია,როგორც უბრალოდ,შეჭურვილი რაინდი.
* * *
5. მკვლევართა დიდი ნაწილი მიიჩნევს,რომ შოთა რუსთაველის უკვდავი ქმნილების – “ვეფხისტყაოსნის” ერთ–ერთ მთავარ გმირში – ავთანდილში,ავტორმა საკუთარი ავტოპორტრეტი წარმოგვიდგინა. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. “სძალი” ძველ ქართულში არა მხოლოდ დღევანდელი გაგების “რძალს” აღნიშნავდა,არამედ საერთოდ ქალს.”ღვთისა სძალი” ითქმოდა მაგალითად,ღვთისმშობელზე.
* * *
7. დასავლეთგერმანული ტომების გაერთიანების ხალხში – ფრანკებში,ყველა მეომარი ვალდებული იყო ფუტკარი მოეშენებინა.აქვე გასათვალისწინებელია ისიც,რომ ფუტკარი ფრანკების ეროვნულ სიმბოლოს წარმოადგენდა.
* * *
8. ჭიანჭველების შემსწავლელ მეცნიერს – მირმეკოლოგს უწოდებენ,ხოლო ფუტკრების შემსწავლელ მეცნიერს კი – აპიდოლოგს.
* * *
9. როგორც ცნობილია,საბრძოლო ხელოვნებისაგან განსხვავებით,სახელოვნებო დარგებში ათენი სპარტაზე ყოველთვის მაღლა იდგა,რის გამოც სპარტელები ათენელებს შემდეგი სიტყვებით დასცინოდნენ: “მამაცნი არიან ათენელნი,როდესაც ფიცარზე ხატავენო”.
* * *
10. 1564 წლის 15 თებერვალს დაიბადა გალილეო გალილეი.მისი დაბადებიდან სულ რაღაც ორიოდე დღის გასვლის შემდგომ გარდაიცვალა მიქელანჯელო ბუონაროტი,ხოლო ხუთი კვირით გვიან დაიბადა უილიამ შექსპირი.ამ დროს ჯერ კიდევ ხატავდა 87 წლის ასაკში მყოფი ტიციანო ვეჩელი.იმავე პერიოდში მადრიდის საქალაქო სკოლაში სწავლობდა ჩვიდმეტი წლის მიგელ დე სერვანტეს საავედრა,ხოლო ნეაპოლის დომინიკელთა მონასტერში შევიდა ჩვიდმეტი წლის ჯორდანო ბრუნო.
აი,რატომ უწოდებენ ზემოაღნიშნულ საუკუნეს – “ტიტანთა საუკუნეს”. – (ავტორი გენია.ჯი)