ქართული ხალხური პოეზიიდან – “ქალმა თქვა…”

ქალმა თქვა: ვაჟკაცი მიყვარს,წეს იცის ვაჟკაცისანი,

კისერზე მასამც მაჰხვივნა ნაწნავნი ჩემის თმისანი,

ვაჟკაცს თვალნ უნდან ქორისა,მუხლნი უნდანან მგლისანი;

არ უნდან უბის მასრანი,ქოჩორნი გიშრიშისანი.

დილაადრიან ვაჟამა წვერ უნდა ლახნას მთისანი.

იმის თოფის ხმას ისმენდნენ ჯიხვნი,შვილები კლდისანი,

მაჰქონდეს,ქავზე დაჰკიდნას მარჯვენეები მტრისანი,

მტრებთან ბრძოლაში დაცვითოს ვადანი თავის ხმლისანი,

შუქს აყენებდას მუდამა ქებანი სწორებისანი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>