“ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”
1. “ოჰ,რა ძნელია ადამიანისათვის განავითაროს საკუთარ არსებაში კარგი,როცა მხოლოდ ცუდის ზემოქმედებას განიცდის”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2.. “ვაგლახ,საოცრად ტკბილია ახალგაზრდული შეცოდებანი”.
* * *
3. “თუკი არიან ადამიანები,რომლებსაც უჭირთ – ეს იმის ბრალია,რომ სხვებს ზედმეტი ქონება აქვთ.თუკი არსებობენ უმეცარნი – ეს იმის გამო ხდება,რომ სხვებს ზომაზე მეტი აქვთ უსარგებლო ცოდნა”.
* * *
4. “ღრმა ადამიანური სიბრძნე დაფარულია პასუხებში”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
5. “ვერ მიპატიებია ღმერთისათვის,ასე რად მოაწყო ეს ქვეყანა,რომ ყველანი,ვიდრე წესიერნი გახდებოდნენ,აუცილებლად უნდა გადარეულიყვნენ”.
* * *
6. “დღეში თითო კეთილი საქმე”. – (ლევ ტოლსტოის ცხოვრებისეული დევიზი)
* * *
7. “შემთხვევამ შექმნა ვითარება,გენიოსმა გამოიყენა იგი”.
* * *
8. “დღენიადაგ ემზადე სიკვდილისთვის,ისწავლე მოკვდე ღირსეულად”.
* * *
9. “სულის უბრალოება და მორჩილება ყველა ამქვეყნიური სიავის წამალია”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
10. “ხელიდან გაშვებული უმნიშვნელოვანესი წამი საუკუნეზე ძვირფასია”.