“ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”
1. “მთავარია მიზნის მიღწევა და არა გზა ამ მიზნისაკენ”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. “ფართო საზოგადოების სიმპათიები ყოველთვის იმის მხარეზეა,ვინც უმაგალითო სიბეჯითით,უდიდესი გამძლეობითა და არნახული სიჯიუტით დაიმკვიდრებს სახელს: ვინც ძლევს ერთი შეხედვით დაუძლეველ წინააღმდეგობებს; თან ბედიც სწყალობს და ისეთი თავგადასავლები გადაუტანია,მხოლოდ რომანი ან ზღაპრის გმირებს რომ ხვდომიათ წილად”.
* * *
3. “რას იზამ – სწავლა თუ გინდა,ქირაც უნდა გადაიხადო! სამწუხაროდ,ცოდნას უფასოდ არ იძლევიან”.
* * *
4. “მერწმუნეთ,ცალმხრივი სიძულვილი არ არსებობს,იგი ყოველთვის ორმხრივია”.
* * *
5. “საჭიროა,ჯერ ერთი,ბევრი ფული სიღატაკის დასამარცხებლად,მეორე,საკუთარი ვნებების დაჯაბვნა,რათა ეს ფული კეთილი და სასარგებლო საქმეებისთვის გამოიყენო.ზომიერება,პატიოსნება,უმწიკვლო რეპუტაცია – აი,რას უნდა ესწრაფვოს ადამიანი”.
* * *
6. “ბედნიერება მთვარესავით ცვალებადია,იგი ხან ივსება,ხანაც ილევა,მყარი კი არასდროს არის”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
7. “თურმე დროის დაზოგვა უფრო ადვილი ყოფილა,ვიდრე ფულისა”.
* * *
8. “ვინც მომთმენია,ის ბრძენია,ხოლო ჯობია მომთმენი იყო,ვიდრე ძლიერი”.
* * *
9. “ცხოვრება,სამწუხაროდ,ისე მოწყობილი,რომ მთავარია ფული და არა სიყვარული”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
10. “ცოლი,რომელსაც არ უყვარხარ,განსაკუთრებით მომთხოვნია”.