რა მეთოდებით სჯიდნენ დამნაშვეებს ჩინეთში?
ჯოუს დინასტიის მმართველობის პერიოდში (ძვ.წ.აღ–ით 1045–221 წლები),ჩინეთში დანაშაულებათა სახეობები სისტემატიზირებული გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) შესაბამისად,შემუშავებული იყო სათანადო სასჯელთა ნაირსახეობანიც.ერთ–ერთი უძველესი ჩინური კლასიკური წიგნის – “შუძინის” მიხედვით ირვევა,რომ ჯოუს დინასტიის ზეობის ხანაში სულ დანაშაულებათა 3 000–ზე მეტი სახეობა არსებობდა,რომელთაგან 1 000 – სახის დადაღვით,ანუ – “მოსინით” ისჯებოდა, 1 000 – ცხვირის მოკვეთით,ანუ – “ისინით”, 500 სახის დანაშაული ფეხების მოკვეთით,ანუ – “ფეისინით”, 300 თავის მოკვეთით,რომელსაც “დაპისინის” სახელით მოიხსენიებდნენ,ხოლო 300–ც “გუნსინით”,იგივე მამაკაცთა სტერილიზაციით ან დაპატიმრებით სრულდებოდა.
საყურადღებოა ის გარემოება,რომ სასჯელისაგან თავის გამოსყიდვის წესი ჩინეთში ჯერ კიდევ ძვ.წ.აღ–ით X საუკუნეში იქნა დამკვიდრებული და აღნიშნული კანონის სულისჩამდგმელი გახლდათ ჩჟოუს დინასტიის რიგით მეხუთე იმპერატორი – მუ–ვანი (ძვ.წ.აღ–ით 976–922 წლები).მაგალითად,”მოსინის” ანუ სახის დადაღვისაგან თავის არიდება ამა თუ იმ დანაშაულში მსჯავრდებულს – 600 ლიანი უჯდებოდა; ცხვირის მოკვეთისაგან თავის დაღწევა – 1 000 ლიანი ღირდა და ასე შემდეგ.თუმცა ყველაზე ძვირი მსჯავრდებულებს მაინც “დაპისინისაგან” ანუ თავის მოკვეთისაგან თავდახსნა უჯდებოდათ – 6 000 ლიანი. – (ავტორი გენია.ჯი)