ჟან ოგიუსტ ენგრი & ეჟენ დელაკრუა
როგორც ცნობილია,დიდ ფრანგ ფერმწერსა და გრაფიკოსს – ჟან ოგიუსტ დომინიკ ენგრს (1780-1867 წლები) საშინლად სძულდა მასზე 18 წლით უმცროსი მეტოქე,გენიალური ფრანგი მხატვარი და გრაფიკოსი – ეჟენ დელაკრუა (1798-1863 წლები),რის გამოც მათი ურთიერთობა დაუძინებელ მტრობაშიც კი გადაიზარდა.მიუხედავად ამისა,ენგრი მაინც აღიარებდა თავისი უაღრესად ძლიერი კონკურენტის ნიჭს.თვითმხილველები ირწმუნებოდნენ,რომ 75 წლის ასაკში მყოფი ჩია მოხუცი ენგრი თავისი მოკლე ფეხებით მორბენალი არაერთხელ უნახავთ სალონში,რა დროსაც დელაკრუას შესახებ გაიძახოდა: დელაკრუა? ოჰ,ეს ოხერი თითქმის გენიოსია,მაგრამ არ გამაგონოთ მისი სახელიო. – (ავტორი გენია.ჯი)
ჟან ოგიუსტ დომინიკ ენგრი