პიერ-ჟოზეფ პრუდონი & ეჟენ დელაკრუა
გარდა დიდი ფრანგი ფერმწერის – ჟან ოგიუსტ დომინიკ ენგრისა,გენიალური ფრანგი მხატვრის – ეჟენ დელაკრუას შემოქმედების მიმართ მეტად აგრესიულად გახლდათ განწყობილი „ანარქიზმის” ერთ-ერთი ფუძემდებელი ფრანგი პუბლიცისტი – პიერ-ჟოზეფ პრუდონიც (1809-1865 წლები).იგი დელაკრუას შესახებ წერდა: „დელაკრუა – ეს რაღაც ორეულია ბაირონის,ლამარტინის,ვიქტორ ჰიუგოს და ჟორჟ სანდისა,თავისი ნახატებით ახდენს გოეთეს და შექსპირის კომენტირებას.მე რად მინდა ეს დეკლამატორები და მტირალები? მერე რა,თუ ენგრისაგან განსხვავებული ხელწერა გამოიმუშავა? მე რაში მარგია მთელი ეს ნაჯღაბნი?”
პიერ-ჟოზეფ პრუდონის ესოდენ კრიტიკულ გამოსვლას ამაყი დელაკრუა მეტად ორიგინალური პასუხით გამოეხმაურა: „ასეთი მსაჯულები ემსგავსებიან ზღვის ქაჯებს,რომლებიც იოლად ჩადიან ზღვის ფსკერზე,მაგრამ აგროვებენ არა სპეკალს (თვალი პატიოსანი),არამედ ეკალს”. – (ავტორი გენია.ჯი)