ჰაინრიხ შლიმანის მეტად უცნაური საქციელი
ლეგენდარული ქალაქის – ტროას აღმომჩენმა დიდმა გერმანელმა თვითნასწავლმა არქეოლოგმა – ჰაინრიხ შლიმანმა (1822-1890 წლები),რომლისთვისაც ჰომეროსის უკვდავი ქმნილება – „ილიადა” ერთ-ერთ უდიდეს ლიტერატურულ ძეგლს წარმოადგენდა, 1878 წელს,თავის ახლადშეძენილ ვაჟს იმავე ნაწარმოების ერთ-ერთი გმირის – აგამემნონის სახელი უწოდა. (ავტორი გენია.ჯი) მან ქვეყნიერებას ახლად მოვლენილი თავისი ვაჟი სახლის სახურავზე აიყვანა.ბალღი მზეს შეუშვირა,თავზე ჰომეროსის ლექსების ძველი ხელნაწერი დაადო და თავისი უსაყვარლესი სტროფები წარმოთქვა ხმამაღლა.თუმცა ეს არ იყო მისი ერთადერთი უცნაური საქციელი…
რამდენიმე დღის გასვლის შემდეგ ბავშვი მართლმადიდებლური წესით უნდა მოენათლათ,რა დროსაც შემდეგი უცნაური ფაქტი დაფიქსირდა: ის იყო ნათლობის მიმდინარეობისას არქიეპისკოპოსს ბავშვისათვუის ნაკურთხი წყალი (აიაზმა) უნდა მიესხურებინა,რომ შეშფოთებული ჰანრიხი თავისი განუშორებელი თერმომეტრით მივარდა ნაკურთხ წყალთან და ყველას-და გასაოცრად,წყლის ტემპერატურა გაზომა,რათა დარწმუნებულიყო იმაში,რომ პატარა აგამემნონს აიაზმის წყლის ტემპერატურა არას ავნებდა… – (ავტორი გენია.ჯი)
აგამემნონ შლიმანი