„მოხეტიალე ჭიანჭველები” – (ეპიზოდი)
ცნობილია,რომ ისეთი გვარის პატარა მონადირე ჭიანჭველების წინაშე,როგორებიც გახლავან აფრიკის,ცენტრალური და შუა აზიის ტერიტორიებზე გავრცელებული „მოხეტიალე ჭიანჭველები” (მეცნიერული სახელწოდება გახლავთ – Cataglyphis),უამრავი სახეობის მრისხანე მტაცებელები ცახცახებენ. (ავტორი გენია.ჯი) „მოხეტიალე ჭიანჭველები” განსაკუთრებით მრავლად გვხვდებიან ტროპიკულ აფრიკაში.მათ შესახებ მრავალი შემაძრწუნებელ ამბებს ყვებიან დღემდე,რადგან იმ გზაზე,სადაც მათი მილიონობით ეგზემპლარი გაივლის,არცერთი სახის ცოცხალ არსებას გადარჩენა არ უწერია.სწორედ აღნიშნული მიზეზის გამო გამოიყენებდა მათ მრავალი პატარა აფრიკული ქვენის მეფე სიკვდილის დასჯის ერთ-ერთ იარაღად.ამა თუ იმ აფრიკული ქვეყნის მეფის ბრძანებით,სიკვდილმისჯილს იმ გზაზე აბამდნენ ცოცხლად,რომელზეც „მოხეტიალე ჭიანჭველებს” უნდა გაევლოთ.თავის მხრივ,„მოხეტიალე ჭიანჭველების” გზაზე დაბმული სასიკვდილოდ განწირული მსხვერპლის გადარჩენის შანსი ნულს უტოლდებოდა და მისგან საბოლოო ჯამში ჩონჩხიღა რჩებოდა.თუმცა საყურადღებოა ისიც,რომ ასეთი “პატივით” მხოლოდ იმ სიკვდილმისჯილებს სჯიდნენ,რომლებიც სამეფო კარის გავლენიან დიდებულებს წარმოადგენდნენ. – (ავტორი გენია.ჯი)