რატომ უწოდეს „ბანუ ოდჰრას” ხალხს – „სიწმინდის ძენი?”
არაბეთის ნახევარკუნძულის სამხრეთით მდებარე იემენის რესპუბლიკაში ცხოვრობს ერთ-ერთი არაბული ტომის ხალხი,რომელთა სახელწოდება გახლავთ – „ბანუ ოდჰრა”,რაც ითარგმნება,როგორც – „სიწმინდის ძენი”. (ავტორი გენია.ჯი) ეს მეტად უჩვეულო სახელწოდება აღნიშნული ტომის ხალხმა სიყვარულში სიწმინდის ერთობ ორიგინალური ტრადიციების დაცვის გამოისობით მიიღო.„ბანუ ოდჰრას” ტომის ხალხის უმრაველობა ადრეულ პერიოდში უარყოფდა მიწიერი ვნების კულტს,რაც იმაში გამოიხატებოდა,რომ ისინი სიკვდილს ამჯობინებდნენ თავიანთი გრძნობების ამსოფლიური ვნებით შებღალვას.შეიძლება ითქვას,რომ “ბანუ ოდჰრას” ხალხი ძირითადად ეგრეთ წოდებული „პლატონური სიყვარულის” მიმდევრები იყვნენ,რადგან ისინი სიყვარულს ერთობ იდეალისტური ინტერპრეტაციისთვის იყენებდნენ.თავის მხრივ კი,ეს ტომი არამიწიერი და ამაღლებული სიყვარულის იდეალისტურ ინტერპრეტაციას წინასწარმეტყველ მუჰამედის შემდეგ სიტყვებს მიაწერდა: „ის,ვინც სიყვარულში სიკვდილამდე დაიცავს სიწმინდეს,კვდება როგორც წმინდა მოწამე”.
ცნობილია,რომ ამ მეტად უჩვეულო სახის სიყვარულს თავის დროზე ემსხვერპლა „ბანუ ოდჰრას” ტომის ისეთი გამოჩენილი პოეტი-მიჯნური,როგორიც გახლდათ – იბნ აბდ ალ-ლაჰ იბნ მაიმარ ჯამილი.იგი ისე გაემგზავრა იმიერში,რომ არასოდეს გაჰკარებია თავის სატრფოს – ბუსაინას.გარდა ჯამილისა,მიჯნურობის სენისაგან ასევე დაიხოცნენ „ბანუ ოდჰრას” ტომის სხვა ორი პოეტიც – ორვა და აფრა.მათ მელანქოლიურ სიმღერებში აღწერილია მიჯნურის სულის რომანტიკული ლტოლვა სატრფოსადმი,რომელსაც „იშყი მაჯაზის” სახელწოდებით მოიხსენიებენ.თავის მხრივ კი,„იშყი მაჯაზი” წარმოადგენს ისეთი სახის სიყვარულის კონცეფსიას,რომლის მიხედვითაც შეყვარებული ადამიანი სიკვდილს ამჯობინებს თავისი სასიყვარულო გრძნობების ამქვეყნიური ვნებებით შებღალვას. – (ავტორი გენია.ჯი)