ივანე ვაზოვი – “დაუსრულებელი სიმღერა”
მე იმ სტრიქონებს ვაქსოვდი ამ გულს,
სამშობლოსათვის რომ მითუთქავდნენ,
ჩემი სიცოცხლე ეკუთვნის მამულს
მთლად,უკანასკნელ ამოსუნთქვამდე.
* * *
შენდამი მიძღვნილ სტრიქონებს მივეც
გულის სათქმელი,რაც მაქვს,მამულო,
თუ რამ გამაჩნდა ვთქვი ყოველივე
სამწუხაროც და სასიხარულოც.
* * *
ყველაფერი ფეთქს სიტყვით გულწრფელით,
რასაც კი შევძელ თქმა და მოსწრება,
თუმცა ვინ იცის,იქნებ უთქმელი
კიდევ ფარული დამრჩა ოცნება.
* * *
შენ რომ გიმღერი,მამულო,ერთი
ესღა მიმაჩნდა ჩემთვის სახელად,
მაგრამ მთავარი,ვაითუ ვერ ვთქვი,
თუმც ლექსში მსურდა ბევრის გამხელა.
* * *
საფლავშიც შემძრავს,აქ რომ მაღელვებს
გულს,შთაგონების მწველი ხანძარი,
ჩემთან დავმარხავ იმ კარგ სიმღერებს,
რის დასრულებაც ვერ მოვასწარი.