არასოდეს დავივიწყოთ ღირსეული ქართველი მამულიშვილები!

სხვადასხვა ქვეყნების ისტორია რომ ძირითადად მხოლოდ მეფეების ისტორიას წარმოადგენს,ყველასათვის ცნობილი ფაქტია. (ავტორი გენია.ჯი) შესაბამისად,ისტორიაში მეფეებისა და სხვა გავლენიანი პერსონებისაგან განსხვავებით,ერთობ იშვიათად შევხვდებით იმ უბრალო,გლეხი ხალხის სახელებს,რომელთაც განუზომელი წვლილი აქვთ დადებული თავიანთი ქვეყნებისა და მეფეების წინაშე.სამწუხაროდ,ეს ასევეა ჩვენი სამშობლოს ისტორიის შემთხვევაშიც.

აღნიშნულ პოსტში გენია.ჯი შეეცდება ინფორმაცია მოგაწოდოთ იმ ღირსეული ქართველი მამულიშვილის შესახებ,რომლის სახელიც არ არის ფართო მასებისათვის ცნობილი.ეს პიროვნება გახლავთ იმერეთის დიდებული მეფის – სოლომონ II-ის ნდობით აღჭურვილი ერთი უბრალო იმერელი გლეხი – ივანე სალარიძე.

მას შემდეგ,რაც უკანასკნელ ბაგრატოვან ხელმწიფეს სოლომონ II-ეს იძულებით მოუხდა სამეფო ტახტის დატოვება,იგი მოტყუებით იქნა შეპყრობილი რუსი გენერლის – ტორმასოვის მიერ.გარე სამყაროსაგან იზოლირებული ქართველი მეფე ერთ ღამეს მისმა უერთგულესმა ქვეშევრდომმა,უბრალო იმერელმა გლეხმა – ივანე სალარიძემ გააპარა, და გააპარა ისე,რომ მის ნაცვლად თავად დაიტოვა თავი რუსთა ტყვეობაში (საკანში მეფეს ჩაენაცვლა და ამ მეთოდით გააბითურა ზედამხედველები).

გარდა სოლომონისა,რუსებს ტყვეობაში ჰყავდათ აყვანილი ღირსეული მეფის ღირსეული მეუღლე,სამეგრელოს მთავრის,კაცია დადიანის ასული – მარიამი.რამდენიმე ხანში,მუხურის ციხეში გამოკეტილი მარიამი მულთან ერთად ჯერ ვორონეჟში გადაასახლეს,ხოლო შემდეგ პეტერბურგში გადაიყვანეს და “მუდმივი ბინა” მიუჩინეს.

მეტად მნიშვნელოვანია ის გარემოება,რომ რუსეთის სამეფო კარის “საპატიო ტუსაღს” – მარიამ დედოფალს იმთავითვე ძალიან აწუხებდა სოლომონის უერთგულესი ქვეშევრდომის – ივანე სალარიძის ბედი,რის გამოც მას რუსეთის იმპერატორისთვისაც კი უთხოვია, – ჩემი უბედური ქმარი ცოცხალი აღარ არის,ახლა მაინც მოიღეთ მოწყალება და გაათავისუფლეთ საწყალი გლეხი სალარიძე,რომელიც უკვე ათი წელია იტანჯება.მართალია,იგი თქვენი წინააღმდეგი იყო,მაგრამ ერთგული გახლდათ ჩემი ქმრისა,მან იხსნა ის ტყვეობიდან და თავად თავი საფრთხეში ჩაიგდო… ის ძალიან ძვირფასია ჩემთვის,ამიტომ გხოვთ მის შეწყალებას,რათა მასზე ვიზრუნოო…

როგორც ჩანს,გულმოწყალე ქრისტიანი ქართველი დედოფლის თხოვნამ გაჭრა… ერთ დილით მარიამს აცნობეს,რომ მასთან შეხვედრას ვიღაც უცნობი მათხოვარი ითხოვდა.

უპოვართა განკითხვას ჩვეულმა სვეგამწარებულმა მარიამმა მისი შემოშვება ბრძანა. და როდესაც მის წინაშე უამრავი ტანჯვა–წამებისაგან ნაადრევად დაბერებული ბერიკაცი წარსდგა,მასში დედოფალმა უმალვე ამოიცნო დიდებული ქართველი იმერელი გლეხი – ივანე სალარიძე. (ავტორი გენია.ჯი) თვითმხილველთა გადმოცემის მიხედვით,მარიამს იმდენად გახარებია სამშობლოსა და სოლომონის ერთგული ადამიანის ხილვა,რომ მას,როგორც თანასწორს ისე გადახვევია.

“ბედმა არ გაგვწირა,ივანე,ახლა ვილოცოთ და ასე დავასრულოთ ჩვენი გამწარებული ცხოვრებაო”, – უთქვამს მარიამს,იგი საძინებლამდე მიუცილებია და გამომშვიდობებია.

სამწუხაროდ,მეორე დილით მარიამ დედოფალს მრავალტანჯული ერთგული მსახური – ივანე სალარიძე საძინებელში გარდაცვლილი დახვედრია.ამ ტრაგიკული ისტორიის შემდეგ სვედავსილ მარიამ დედოფალსაც აღარ უცოცხლია დიდხანს. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>