ასე ახასიათებენ ჩინელებს…
“მომავალი არ არსებობს ჩინელისთვის,მით უფრო – მომავალი სიცოცხლის საზღვრებს მიღმა.საყურადღებოა,რომ ჩინელს,სკეპტიკურად რომ შესცქერის ადამიანის მომავალ ცხოვრებას,ამავე დროს არ აინტერესებს მთელი სამყაროს მომავალიც,არც სამყაროს დასასრული.მის რელიგიურ მოძღვრებაში ვერ ნახავთ ესქატოლოგიას (მოძღვრება კაცობრიობის უკანასკნელ მოვლენებზე,სამყაროს დასასრულზე – ავტორი გენია.ჯი),ვერ მიაგნებთ სიტყვას სამყაროს დასასრულზე,ისევე როგორც ვერ ნახავთ სიტყვას სამყაროს დასაბამზე.მან უწყის მხოლოდ ფაქტი სამყაროს არსებობისა.ის,რაც არ ეტევა სინამდვილის საზღვრებში,მას არ სურს იცოდეს… ეს არის კაცი ფაქტისა და სიმშვიდისა,მაგრამ გამუდმებული მატერიალური შრომისა”. – (ავტორი გენია.ჯი)