რემბრანდტი – “ეპიზოდი”
ბაროკოს ეპოქის ერთ–ერთი უდიდესი ნიდერლანდელი ფერმწერი და გრავიორი – რემბრანდტ ჰარმენს ვან რეინი (1606–1669 წლები) ერთობ ცუდი მეურნე გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) მეუღლის – სასკიას გარდაცვალების შემდგომ მას მთელი თავისი დარჩენილი სიცოცხლის ბრძოლაში გატარებამ მოუწია სიღარიბესთან. 100 000 ფრანკის ვალის მქონე გენიოსის მენიუ მიქელანჯელო ბუონაროტის მსგავსად,ძირითადად ყველი და პური წარმოადგენდა,თუმცა ზოგჯერ ისიც არ ჰქონდა.სწორედ უკიდურესი სიღატაკე იყო მიზეზი იმისა,რომ ხშირად დიდოსტატ ხელოვანს ვირთევზებით გამოკვება უხდებოდა.ცნობისათვის კი,აღნიშნული საკვები ნიდერლანდელთათვის უკანასკნელ კერძს წარმოადგენდა.
მიუხედავად ამისა,მდიდრულ ტანისამოსში გამოწყობილ რემბრანდტს,რომლისთვისაც სიღარიბე და ვალები არაფერს წარმოადგენდნენ.ეტლის კოფოზე ლივრეიანი ლაქია ედგა და ხელში შვიდფასფრანკიანი ხელჯოხი (ტროსტი) ეჭირა,რომელიც,რაც არ უნდა გასაკვირი იყოს,ძვირფასი ქვებით გახლდათ მოჭედილი.აი,ასეთუ უცნაური თვისებებით იყო გამორჩეული შუქ–ჩრდილის მეუფე – რემბრანდტ ჰარმენს ვან რეინი. – (ავტორი გენია.ჯი)