რაფაელ სანტი – “ეპიზოდი”
1754 წელს პიაჩენცელ ბერებს,სან სინტოს – წმინდა სიქსტეს მონასტრის მსახურებს ფული დასჭირდათ,რის გამოც მათ უმბრიული სკოლის გენიალური წარმომადგენლის – რაფაელ სანტის უკვდავი ქმნილების – “სიქსტეს მადონას” გაყიდვა გადაწყვიტეს,რასაც თავის მხრივ,წინ აღუდგა ადგილობრივი მოსახლეობა. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად ამისა,წმინდა სიქსტეს მონასტრის მსახურებმა არად ჩააგდეს მოსახლეობის პროტესტი და იტალიელი გენიოსის მიერ 1513–1514 წლებში დახატული შედევრი მაინც გაყიდეს.”სიქსტეს მადონა” შეძენილი იქნა ავგუსტ III საქსონელის მიერ.როდესაც სანტის უკვდავი ქმნილება სამეფო სასახლეში მიიტანეს,მეფემ ტახტი ფეხით გვერზე გადასწია და დიდებული სურათით აღფრთოვანებულმა ხმამაღლა შესძახა: “გზა მიეცით დიდ რაფაელს!” – (ავტორი გენია.ჯი)
“სიქსტეს მადონა”