რამდენიმე საყურადღებო ფაქტი გენიალური მხატვრების შესახებ…
1. ვირტუოზმა ფრანგმა მხატვარმა და გრაფიკოსმა – ეჟენ დელაკრუამ თავისი პირველი გრავიურა 1814 წელს ქვაბ–ქოთნის ფსკერზე გააკეთა. P.S. ეჟენ დელაკრუამ მის მიერ შედგენილი ანდერძის თანახმად,მოსამსახურე ქალს,რომელიც მას უვლიდა,იმ პერიოდისათვის უზარმაზარი თანხა – 50 000 ფრანკი უსახსოვრა.გარდა ამისა,მასვე გადაეცა მხატვრის ცნობილი პორტრეტი – “მწვანე ჟილეტში” და ფიუსტენბურგის ქუჩაზე განთავსებული კეთილმოწყობილი ბინა თავისი ავეჯით. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. მიუხედავად იმისა,რომ მიქელანჯელო რაფაელისადმი კრიტიკულად იყო განწყობილი,სანტი,რომლისთვისაც უცხო იყო შურისა და მტრობის მცნება,ბუონაროტის შესახებ აცხადებდა – “მადლობას ვწირავ უზენაესს,რომ ასეთი ხელოვანის გვერდით ცხოვრება მარგუნაო”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
3. “ჩემი მასწავლებლები იყვნენ ველასკესი,რემბრანდტი და ბუნება”, – წერდა 43 წლის ასაკში მყოფი სახელოვანი ესპანელი ფერმწერი – ფრანსისკო გოია.
* * *
4. გენიალურმა ნიდერლანდელმა მხატვარმა – რემბრანდტმა – 700 სურათის, 300 გრავიურის, 1 600 ნახატის – სულ 2 600 ნაწარმოების შექმნა სულ რაღაც ნახევარ საუკუნეზე ნაკლებ დროში შესძლო,რაც მისი გენიის კიდევ ერთი სასწაულად შეიძლება მივიჩნიოთ.
* * *
5. მას შემდეგ რაც გამოჩენილმა ფრანგმა მწერალმა – მატეო ფალკონემ,რომელსაც მიქელანჯელოს შემოქმედება გულზე დიდად არ ეხატებოდა,ბუონაროტის შედევრი ქმნილების “მოსე”–ს ნახვის შემდგომ ერთობ ცინიკურად შესძახა: “ო,მიქელანჯელო,მეგობარო,რა ოსტატი ხარ ამაღლებულ საგანთა დამდაბლებისა!” (ინგლისელმა მწერალმა სამუელ რიჩარდსონმა კი მიქელანჯელოს მიერ შექმნილი მოსეს თავი სულაც ვაცის თავს შეადარა)– თუმცა იყო ისეთი მწერლებიც,რომლებიც გენიალური იტალიელი ხელოვანის შემოქმედების დიდი თაყვანისმცემლები იყვნენ.მაგალითად,გვიანი რენესანსის დიდი იტალიელი მწერალი – პიეტრო არეტინო.მან მიქელანჯელოსადმი მიწერილ წერილში აღნიშნა: “თქვენი სურათების დაჩრდილვა შეიძლება მხოლოდ თქვენივე საკუთარი სურათებითო”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. “რუბენსი – ესაა შექსპირი მხატვრობაში!” – წერდა გამოჩენილი რუსი მხატვარი ილია რეპინი.
* * *
7. ცამეტი წლის ასაკში მყოფი გენიალური ფლამადრიელი მხატვარი – პეტერ პაულ რუბენსი,რომელსაც მოგვიანებით “მეფეთა ტოლი კაცი” უწოდეს, – შვიდ ენა მეტყველებდა თავისუფლად.
* * *
8. დიდი იტალიელი მხატვარი – ჯორჯო ბარბარელი და კასტელფრანკო,იგივე – ჯორჯონე,სხვა მხატვრებისაგან განსხვავებით,არავითარ ნახატს არ აკეთებდა,რადგან პირდაპირ ტილოზე იწყებდა მუშაობას,ფერებში ასრულებდა სურათს და ასეთი მეთოდით შექმნილ ტილოებს მიიჩნევდა საუკეთესო ნახატებად.
* * *
9. ერთხელ ზაფხულის პაპანაქება დღეს მუშაობაში ჩართულ დიდ იტალიელ მხატვარს,არქიტექტორსა და მოქანდაკეს – ჯოტო დი ბონდონეს (1267–1337 წლები) ნეაპოლიტანის მეფემ უთხრა – “ასეთ სიცხეში ხატვას თავს დავანებებდიო”, – რაზეც მისგან შემდეგი ლაკონური პასუხი მიიღო – “თქვენს ადგილზე მეც ასე მოვიქცეოდიო”.
* * *
10. საკვირველია,თუმცა ფაქტია,რომ მაკედონიის მეფემ – დემეტრიოს პოლიერკეტემ როდოსის აღებაზე მას შემდეგ აიღო ხელი,რაც დარწმუნდა,რომ ქალაქის აღების ერთადერთი გზა გენიალური ძველ ბერძენი ფერმწერის – აპელესის (მოღვაწეობდა ძვ.წ.აღ–ით IV საუკუნეში) სახელოსნოზე გადიოდა.როგორც აღმოჩნდა,დემეტრიოსი აპელესის შემოქმედების გასაოცარი თაყვანისმცემელი ყოფილა.მას აპელესის შემოქმედებაში განსაკუთრებით “მონადირე და ძაღლი” იტაცებდა,რომელიც ცნობისათვის,ალყის დროს სწორედ რომ გენიალური შემოქმედის სახელოსნოში იყო წარმოდგენილი. – და ეს იყო ბრძოლის მოგებაზე დიდი გამარჯვება ხელოვნების მოყვარული მაკედონელი მეფისათვის. – (ავტორი გენია.ჯი)