ვინ იყო სინამდვილეში მახა?
როგორც ცნობილია,დიდი ესპანელი ფერმწერის – ფრანსისკო გოიას (1746–1828 წლები) ხელოვნებაში მახას ერთ–ერთი უმთავრესი ადგილი ეჭირა. (ავტორი გენია.ჯი) საყოველთაოდ არის ასევე ცნობილი ისიც,რომ მხატვარმა მისი ორი დიდებული სურათი – “შიშველი მახა” და “ჩაცმული მახა” შექმნა.თავდაპირველად სპეციალისტები ვარაუდობდნენ,რომ მახა ჰერცოგის ქალის – ალბას პორტრეტი იყო,თუმცა სინამდვილეში იგი გახლდათ ერთი უბირი სოფლელი ქალიშვილი,რომლის ეშმაკურ სახესა და მშვენიერ შიშველ სხეულს “ფუნჯის ტორეადორმა” ხელოვანმა სამარადჟამოდ დაუმკვიდრა ადგილი მარადიული ხელოვნების გალერეაში.საყურადღებოა ის გარემოებაც,რომ “შიშველ მახას” სახვითი ხელოვნების კრიტიკოსებმა,მოფერებით – “XIX საუკუნის ვენერაც კი უწოდეს. – (ავტორი გენია.ჯი)
“შიშველი მახა”
“ჩაცმული მახა”