ლაო–ძი ამბობდა…
“კეთილშობილი რაინდი მშვიდობიანობისას ეტლზეა აღმჯდარი და სახელმწიფო საქმეებით არის დატვირთული.შფოთის დროს კი ფეხით დაიარება ქვეყნის ერთი კუთხიდან მეორე კუთხეში.მე მსმენია,რომ ჭკვიანი ვაჭარი მალავს თავის სიმდიდრეს და ისე უჭირავს თავი,თითქოს არაფერი ებადოს.ასევე მაღალი ზნეობის ბრძენი მრავალ ღირსებას ფლობს,მაგრამ ცდილობს გარეგნობაში არ გაამჟღავნოს თავისი ზნეობა და სიბრძნე.უკუაგდე შენი სიამაყე,შენი ვნებები და მედიდურობა.ყოველივე ეს არ მოგიტანს შენ სარგებლობას… სამართლიანობა და კაცთმოყვარეობა მხოლოდ ცარიელი სიტყვებია,ისინი მხოლოდ მალავენ სისასტიკეს და ამწუხრებენ ადამიანთა გულებს.არასოდეს ყოფილა სამყარო ასეთი არეული,როგორც ახლაა… ცა და მიწა ბუნებრივად ინარჩუნებენ უცვლელობას,მზე და მთვარე ბუნებრივად ანათებენ,ვარსკვლავებს თავიანთი ბუნებრივი განლაგება აქვთ,გარეული ფრინველები და მხეცები ბუნებრივად ცხოვრობენ,ხეები ბუნებრივად იზრდებიან.მტრედი თეთრია არა იმიტომ,რომ ყოველდღე ბანაობს,ყვავი შავია არა იმიტომ,რომ იღებება,თევზი წყალში ცოცხლობს,ხმელეთზე კი იღუპება; მას არ შეუძლია მიატოვოს მდინარე ან ტბა.კარგი იქნებოდა თქვენც დაგეცვათ ბუნებითობა”. – (ავტორი გენია.ჯი)