იცით თუ არა,რომ
1. საინტერესოა ის გარემოება,რომ ერთ-ერთ საუკეთესო გეოგრაფიულ თხზულებად აღიარებული სპარსული წიგნის – „ჰოდუდ ალ-ალამის” („ქვეყნის მხარეთა საზღვრები”-ს) თანახმად, X საუკუნეში შავ ზღვას – „დარიაიე გორზიან” ანუ – „ქართველთა ზღვა” ეწოდებოდა. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. სპარსული პოეზიის ერთ-ერთი უძველესი წარმომადგენელი გენიალური სპარსი პოეტი – რუდაქი (858-941 წლები),რომელსაც „ხორასნის ბულბულად” და „პოეტების ადამად” მოიხსენიებდნენ,ჰომეროსის მსგავსად,დაბადებიდანვე ბრმა იყო.
* * *
3. კვიეტიზმსა და სხვა ნეოქრისტიანულ მიმდინარეობებს ხშირად არასწორად ესმით ქრისტიანობის არსი.მათი თვალსაზრისით სახარება ჰქადაგებს პასიურობას,ბოროტებისადმი წინააღმდეგობის გაუწევლობას.ამის საბუთად კი იესო ქრისტეს ცნობილი სიტყვები მოჰყავთ ლუკას ახარებიდან ერთ ლოყაში სილის გაწვნისას მეორე ლოყის მიშვერაზე.
* * *
4. იმისათვის,რომ ლეგენდარული ტროას აღმომჩენ დიდ გერმანელ არქეოლოგს – ჰაინრიხ შლიმანს მუსულმანთა წმინდა ქალაქი მექა მოენახულებინა, – წინდაცვეთაც კი ჩაიტარა,რადგან მექაში ქრისტიანი შლიმანის მეტად გასაიდუმლოებული ჩასვლის გამჟღავნების შემთხვევაში,მას უცილობლად სიკვდილი ემიქრებოდა.
* * *
5. 1817 წლის 12 იანვარს დაიბადა გენიალური ინგლისელი რომანტიკოსი პოეტის – ჯორჯ გორდონ ბაირონის ქალიშვილი,სახელად – ალეგრა.საყურადღებოა ის გარემოება,რომ ქალიშვილის აღზრდაზე დედამ – ჯენი კლერმონტმა უარი განაცხადა,რის გამოც ბავშვი აღსაზრდელად კათოლიკურ მონასტერში მიაბარეს. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. როდესაც ერთ სასულიერო პირს თავისი საწმყსოს მოღიმარე სახეები უხილავს,შეშფოთებულსა და შეშინებულს წამოუძახია – „არ არსებობს ხსნა იმათთვის,ვინც იცინისო”.
* * *
7. როდესაც გამოჩენილი რუსი მწერალი – ივანე ტურგენევი ახალგაზრდა ლევ ტოლსტოის შემოქმედებას გასცნობია,უთქვამს – „როცა ეს მაჭარი დაღვინდება,მისგან ღმერთების სასმელი გამოვაო” (ავტორის შენიშვნა – არც შეცდარა).
* * *
8. ირმებში „მატრიარქატია” გამეფებული
* * *
9. ფრინველების ბარტყები თავიანთ მშობლებს იმის მიხედვით გამოიცნობენ,თუ როგორ უახლოვდებიან ისინი ბუდეს – აქ მნიშვნელობა აქვს განსაკუთრებულ პოზას თუ საწესჩვეულებო ტანის მოძრაობას,რომელიც მხოლოდ გარკვეული სახეობისათვის არის დამახასიათებელი და სხვა დანარჩენებისაგან განსხვავებული. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
10. ჭიანჭველებში ჩვეულებრივი მოვლენაა „მონათმფლობელბა”