გასაოცარი თვისების მქონე ფრინველი – „Indicator”-ი

ბუნებაში რომ უამრავი სახეობის მქონე უცნაური თვისებებით დაჯილდოვებული ცხოველი თუ ფრინველი გვხვდება არ არის ახალი ამბავი. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნულ პოსტში წარმოგიდგენთ კოდალასნაირთა რიგის ერთ-ერთი ქვესახეობის,კერძოდ კი – მეთაფლიასებრნთა ოჯახის ფრინველს,რომელიც მეტად უცნაური თვისბებით არის გამორჩეული და რომლის მეცნიერული სახელწოდებაც გახლავთ - „Indicator”-ი.

ამ უნიკალურ ჩიტს ძალიან უყვარს თაფლი,მაგრამ ფუტკრების შიშით იგი ვერ ბედავს სკის სიახლოვეს მიკარებას.სამაგიეროდ ადვილად პოულობს ფუტკრების ბუდეს.როგორც კი იგი ფუტკრების ბუდეს აღმოაჩენს,თაფლის მაძიებელი იწყებს ადამიანის თავზე ტრიალს,თან ისე ხმაურობს და ისე იქცევა,რომ ძნელია არ მიუხვდე ჩანაფიქრს.რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს,ფაქტია,რომ „Indicator”-ი ამ დროს ადამიანისგან მოითხოვს,რომ მას გაჰყვეს.საკმარისია თავი მოაჩვენო,ვითომ მიჰყვები,რომ ჩიტი წივილით გავარდეს ფუტკრების ბუდისაკენ.მაგრამ მალე იგი შემობრუნდება,რათა შეამოწმოს,მართლაც მიჰყვები თუ არა მას უკან.როდესაც ადამიანი ფუტკრების ბუდეს ან სკას მიადგება,ჩიტს აღგზნება მწვერვალს აღწევს: „Indicator”-ი ხან ბუდეს მივარდება,ხან ადამიანს და თან,რაც ძალი და ღონე აქვს,ჭიკჭიკებს.ასეთი მეთოდით იგი ბუდიდან დევნის ფუტკრებს.ადამიანის მიერ ფუტკრების ბუდის გახილვის შემდეგ ფიჭებში იმდენი თაფლი კიდევ რჩება,რაც თაფლის მოყვარულ ჩიტს სრულიად აკმაყოფილებს.შესაბამისად,მოგებული რჩება როგორც თავად ეს უცნაური ფრნიველი,ასევე ადამიანიც. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>