რა უჩვეულოდ ჰქონდა მოწყობილი ათენის სახლი ჰაინრიხ შლიმანს?!
ლეგენდარული ტროას აღმომჩენმა ერთ-ერთმა უდიდესმა გერმანელმა არქეოლოგმა - ჰაინრიხ შლიმანმა (1822-1890 წლები),რომლისთვისაც ჰომეროსის უკვდავი ქმნილებები – „ილიადა” და „ოდისეა” ერთგვარ ხატად იყვნენ ქცეულნი,ათენში,კერძოდ ათენის უნივერსიტეტის ქუჩის კუთხეში აღმართა სახლი,რომელსაც მოგვიანებით ჰაინრიხმა – „ილიოსის ქოხი” უწოდა. (ავტორი გენია.ჯი) ქოხი თავად უწოდა,თორემ სინამდვილეში იგი იმ პერიოდში ელადის დედაქალაქის ყველაზე ლამაზ ნაგებობას წარმოადგენდა.
სახლის მშენებლობამ ორ წელიწადს გასტანა.სახლი ათენის მასშტაბებს გასცილდა,რადგან მის მშენებლობაში ნახევარმა მსოფლიომ მაინც დაიდო წვლილი: ავეჯი ვენიდან ჩაიტანეს,რკინის ნაკეთობანი და ბრინჯაო – ლონდონიდან,ჭაღები – პარიზიდან,იმისათვის,რომ იატაკსა თუ კედლის მოზაიკები წესისა და რიგის მიხედვით გაკეთებულიყო,მან ორი სპეციალისტი თავისი ოჯახებით იტალიური ქალაქიდან – ლივორნოდან ათენში გადმოასახლა.„ილიოსის ქოხი” ძალიან დიდი არ გახლდათ.იგი მხოლოდ შლიმანების ოჯახის მოთხოვნილებებს აკმაყოფილებდა: პირველ სართულზე,რომლის უხეშად დამუშავებული ქვის ფილები ცოტათი მოგვაგონებდა მიკენური წყობის მესამე ტიპს, – განთავსებული გახლდათ მუზეუმი,სამეურნეო სათავსოები და მსახურთა ოთახები.ეს უკანასკნელნი შლიმანის ოთახებზე ნაკლებ არ გახლდათ მოწყობილი. (ავტორი გენია.ჯი) შლიმანს მიაჩნდა,რომ მსახურებიც ოჯახის წევრები იყვნენ,ისევე,როგორც ევრიკილია ანდა ევმაოსი იყვნენ ოდისევსის ოჯახის წევრები.ნიშანდობლივია ის გარემოებაც,რომ ესოდენ კარგ პირობებში დაფუძნებულმა მსახურებმა თანხმობა განუცხადეს დიდ გერმანელ არქეოლოგს თავიანთ სახელებსაც კი გამოთხოვებოდნენ.ამიერიდან მათ ჰომეროსის გმირების სახელები ეწოდათ: მეკარეს – ბელეროფონტი დაერქვა,ლაქიას – ტელამონი და ასე შემდეგ.
შლიმანის სახლი გარედანაც მშვენიერი იყო და შიგნიდანაც,მაგრამ დიდი კეთილმოწყობით მაინც ვერ დაიკვეხნიდა.პატრონის აზრით ფუფუნების საგნები მხოლოდ უსაქმური ხალხისთვის გახლდათ განკუთვნილი.მარმარილოს ფართო კიბეს როგორც კი აივლიდით,თვალში გეცემოდათ ჰომეროსის ოქროს სტრიქონები,მოზაიკურ ფრიზზე კი ჰომეროსის ნაწარმოებებიდან აღებული სცენები გახლდათ გამოსახული.მეორე სართულზე განლაგებული გახლდათ სასადილო და სასტუმრო ოთახები,ხოლო მესამეზე კი – საძინებელი ოთახები.
შესაბამისად,ჰაინრიხ შლიმანის სახლში მოხვედრისთანავე სტუმარი არა მხოლოდ ჯადოსნურ სამყაროში ხვდებოდა,არამედ იგი უმალვე აღმოაჩენდა სახლის მეპატრონის განსაკუთრებულ სიყვარულს ლეგენდად ქცეული ბრმა ელინი პოეტის ჰომეროსის შემოქმედებისადმი. – (ავტორი გენია.ჯი)
„ილიოსის ქოხი”