შინაური ცხოველების ბრიტანული ჰოლოკოსტი
მეორე მსოფლიო ომის მზადების პერიოდში,კერძოდ კი 1939 წელს,გაერთანებული სამეფოს მთავრობამ ქვეყნის მოსახლეობას მოუწოდა,რომ ომის გაჩაღებამდე,როგორმე თავიდან მოეცილებინათ შინაური ცხოველები,რადგან დიდ ბრიტანეთს არა მხოლოდ ცხოველებისათვის,არამედ ქვეყნის მოქალაქეების გამოსაკვებადაც კი არ ჰყოფნიდა საკვები პროდუქტები. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული საკითხის გადასაწყვეტად გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ ეროვნული კომიტეტი ჩამოაყალიბა,რომელმაც მოსახლეობაში შინაური ცხოველების უმტკივნეულო გზით მოკვდინების პროპაგანდას მიჰყო ხელი.ის ბროშურები,რომლებსაც ეს კომიტეტი აქტიურად ავრცელებდა,სავსე იყო შემდეგი სახის მოწოდებებით: შინაური ცხოველების მეპატრონეებს,რომლებიც ქალაქებში ცხოვრობდნენ,ვალდებულნი იყვნენ მათი საყვარელი არსებები სოფლებში გაეხიზნათ.იმ მეპატრონეებს კი,რომლებსაც თავიანთი შინაური ცხოველების სოფლებში გაგზავნის საშუალება არ გააჩნდათ,მოუწოდებდნენ,რომ მათ მფლობელობაში არსებული ცხოველები ადგილობრივ ვეტერინარულ კლინიკებში გადაეყვანათ,სადაც მათ უმტკივნეულო გზით გამოსალამებდნენ სიცოცხლეს.თავდაპირველად ბრიტანელებმა თავი შეიკავეს ზემოაღნიშნული რეკომენდაციების გათვალისწინებიდან,თუმცა,მას შემდეგ,რაც გერმანელი ფაშისტების მიერ ქვეყნის რამდენიმე ქალაქი იქნა დაბომბილი (მათ შორის ლონდონის ზოოპარკი,რასაც ზოოპარკში არსებული ყველა სახის გარეული ცხოველის დაღუპვა მოჰყვა თან),ხოლო დიდი ბრიტანეთი საკვები პროდუქტების დიდმა დეფიციტმა მოიცვა,შიმშილის ზღვარზე მყოფმა მოსახლეობამ თავიანთი საყვარელი ცხოველების (ძაღლების,კატების და ასე შემდეგ) ვეტერინარულ კლინიკებში გადაყვანა დაიწყო.ეს კი,როგორც ზემოთ ავღნიშნეთ,ამ უმწეო არსებების უცილობელ სიკვდილს მოასწავებდა.იმ პერიოდში შინაური ცხოველების განადგურებამ დიდ ბრიტანეთში მასობრივი სახე მიიღო – განადგურებული იქნა 750 000-ზე მეტი შინაური ცხოველი,რის გამოც ამ ამაზრზენ მოვლენას ხალხმა – „შინაური ცხოველების ბრიტანული ჰოლოკოსტი” უწოდა.თუმცა შეზღუდულ ფარგლებში,მაგრამ მაინც არსებობდა გამოსავალიც – ცხოველების ის მეპატრონეები,რომლებიც თავიანთ ერთგულ არსებებს (ძირითადად საუკეთესო ჯიშის ძაღლებს) გასაწირად ვერ იმეტებდნენ,მათ ბრიტანულ არმიას გადასცემდნენ.სტატისტიკის თანახმად,მარტო 1942 წელს ბრიტანულ არმიაში 6 000 ძაღლი „მსახურობდა”.გარდა ამისა,შინაური ცხოველების დაცვა მასობრივი განადგურებისაგან საკუთარ თავზე აიღო ორმა ბრიტანულმა ორგანიზაციამ,რომელთა უშუალო ჩარევითაც სიცოცხლე შეუნარჩუნდა 145 000 შინაურ ცხოველს.
მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდგომ,ლონდონში აღმართული იქნა აღნიშნული ტრაგიკული მოვლენებისადმი მიძღვნილი მემორიალი,რომელზეც შემდეგი სახის წარწერაა გაკეთებული: „მათ სხვა არჩევანი არ ჰქონდათ!”. – (ავტორი გენია.ჯი)