Genia.Ge-ს ფილოსოფიიდან…
„ახლაც ისე ხდება,როგორც სხვა დროს მომხდარა ჩვენს ცხოვრებაში,ხდება ისევე,როგორც საერთოდ,კაცობრიობის ისტორიაში ხდება ხოლმე: შემთხვევა ხელს გვაღებინებს განზრახვაზე.
უპირველესად უნდა ვისწავლოთ აუცილებლობის წინაშე ქედის მოხრა, და მართლაც,რა არის აღსრულებულ ამბავზე,მომხდარ შემთხევაზე უფრო მნიშვნელოვანი? შემდგომ უნდა ვისწავლოთ გარდუვალის, – ამ გონივრული განგების პატივისცემა,რომელსაც მოძრაობაში მოჰყავს ბედ-იღბლის ჩარხი,ის უზარმაზარი მანქანა,სადაც ჩვენ მხოლოდ ჩვენივე მამოძრავებელი ბორბლების მართვას ვუწყობთ ხელს.რაც მოსახდენია,უნდა მოხდეს,რაც უნდა მომხდარიყო,მოხდა კიდეც,მაგრამ ყოველივე ეს არ მომხდარა განგების გარეშე,რომლის პატივისცემა,ბოლოს და ბოლოს,უნდა ვისწავლოთ,როგორც საკუთარი,ისე იმ ადამიანთა ბედ-იღბლის მაგალითზე,ვინც ჩვენს ცხოვრებასთან იყო დაკავშირებული”. – (ავტორი გენია.ჯი)