ონორე დე ბალზაკის მოთხრობიდან – “ათეისტის წირვა”
“ჩემო მეგობარო,თუ ღმერთი არა მწამს,კიდევ უფრო ნაკლებად მწამს ადამიანი”. (ავტორი გენია.ჯი)
***
“შევინარჩუნე კეთილი გრძნობები და გულისხმიერება,რომლებიც ძლიერ ადამიანებს ყოველთვის განასხვავებენ.ასეთ ადამიანებს შესწევთ უნარი ყოველ მწვერვალს დაეუფლონ,თუგინდ ამისათვის სიღატაკის ჭაობში ჩაფლულებს დიდი დრო დასჭირდეთ”.
***
“მე არაფერი არ მქონია! ხოლო პარიზში არავის არ წარმოუდგენია,თუ რას ნიშნავს არაფერი”.
***
“ჩემო მეგობარო,სათუთ სულიერ თვისებათა მქონე ძლიერი ადამიანები,როდესაც უფრო მაღალ სფეროში უწევთ მოქმედება,ვერ იჩენენ უნარს,ჩვეულებრივი ადამიანებივით მოაწყონ ინტრიგები,მათ აკლიათ მოსაზრება და მოხერხებულობა”. (ავტორი გენია.ჯი)