„ცხვირმოჭრილთა ქალაქი” – (ეპიზოდი)
ძვ.წ.აღ-ით VI საუკუნეში ეგვიპტეში მოქმედი კანონის თანახმად,ამა თუ იმ დანაშაულში მსჯავრდებულ პირებს (მხედველობაში არ მიიღებიან სიკვდილმისჯილები),სასჯელის სახით ჯალათები უცილობლად ჰკვეთდნენ ცხვირს. (ავტორი გენია.ჯი) შემდგომ კი ცხვირმოკვეთილ მსჯავრდებულებს ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე განთავსებულ ეგვიპტურ ქალაქ რინოკოლურაში (თანამედროვე პერიოდის ეგვიპტური ქალაქი – ელ-არიში) გზავნიდნენ საცხოვრებლად.საყურადღებოა ის გარემოებაც,რომ თავად სიტყვა „რინოკოლურა” ითარგმნება,როგორც – „ცხივროჭრილთა ქალაქი”.შესაბამისად,ამ ეგვიპტურ ქალაქში მოსახლეობის უმრავლესობას ცხვირმოკვეთილი მოქალაქეები წარმოადგენდნენ.გასათვალისწინებელია,რომ რინოკოლურა ეგვიპტის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი საყოფაცხოვრებო პირობებით გამორჩეული ქალაქი იყო: ქალაქში არ მოიპოვებოდა სუფთა სასმელი წყალი,რის გამოც მოსახლეობა იძულებული იყო ბინძური წყლით ესარგებლა.ეს კი თავის მხრივ,ქალაქის მაცხოვრებლებში უამრავი დაავადებისა და ეპიდემიის გამომწვევი მიზეზი ხდებოდა; სუფევდა საშინელი სიღარიბე და ანტისანიტარია.თავიანთ სახლებს რიკოლოურას დასახიჩრებული მოსახლეობა ამა თუ იმ ნანგრევების ფრაგმენტებისაგან აგებდნენ,რაც კიდევ უფრო მახინჯ იერს სძენდა ქალაქს.
მიუხედავად ამისა,ძველი რომაელი ისტორიკოსები მიიჩნევდნენ,რომ ეგვიპტური კანონმდებლობა ძალიან ჰუმანურად ეპყრობოდა დამნაშავეებს.ამ მოსაზრების მართებულობას ამტკიცებს ის გარემოება,რომ,იმ ეპოქაში,როდესაც უბრალო დანაშაულის ჩამდენებსაც კი სიკვდილით სჯიდნენ სხვა ქვეყნებში,ეგვიპტეში მძიმე დანაშაულის ჩამდენებიც კი მხოლოდ ცხვირის მოჭრითა და რინოკოლურაში გადასახლებით ისჯებოდნენ. – (ავტორი გენია.ჯი)