ფარაონი მენკაურა – “ეპიზოდი”
ძველი ეგვიპტის ფარაონს მეოთხე დინასტიიდან – მენკაურას (მეფობდა ძვ.წ.აღ-ით 2520-2480 წლებში) ერთ დღეს ორაკულმა უთხრა,რომ მბრძანებელს სიცოცხლის მხოლოდ ექვსი წელიწადიღა ჰქონდა დარჩენილი,რამაც იგი სულის სიღრმემდე შესძრა. (ავტორი გენია.ჯი) სულშეძრულმა მენკაურამ,იმისათვის,რომ,როგორმე სიკვდილს გაქცეოდა და სიცოცხლე გაეხანგრძლივებინა,ერთობ პრიმიტიული გადაწყვეტილება მიიღო.მისი ვარაუდით,თუკი ღამე არასოდეს არ დადგებოდა,არ მოვიდოდა შემდგომი მეორე დღეც.თუკი არ მოვიდოდა მეორე დღე,დრო წინ ვერ წაიწევდა,ეს კი იმის მაუწყებელი იქნებოდა,რომ ეგვიპტის ფარაონს შანსი მიეცემოდა მარადიული სიცოცხლისა.ასეთი პრიმიტიული გადაწყვეტილების მიღების შედეგად,ფარაონის ბრძანებით სამეფოს მთელ ტერიტორიაზე ღამით დაიწყეს მასობრივი კოცონების გაჩაღება.გარდა ამისა,ეგვიპტის მმართველის სასახლე,ისევე როგორც მთელი ეგვიპტის დასახლებული ტერიტორია,მაქსიმალურად იქნა განათებული.მენკაურა საკუთარ თავს არწმუნებდა იმაში,რომ იგი დროის დამარცხებას შეძლებდა.მას შემდეგ,რაც ფარაონს ორაკულმა ზემოაღნიშნული ფაქტი უწინასწარმეტყველა,მენკაურას მთელი თავისი დარჩენილი სიცოცხლის განმავლობაში ღამით აღარ დაუძინია.გარდა ამისა,ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი მბრძანებელი ყოველ ღამით აწყობდა სასახლის კარზე ორგიებს და დილამდე მხიარულ დროსტარებას ეცემოდა.
მიუხედავად ესოდენ თავგამოდებული მცდელობებისა,ეგვიპტის ფარაონსაც ისეთივვე ხვედრი ხვდა სიკვდილის სახით წილად,როგორიც ყოველ ადამიას ხვდება ხოლმე ოდესღაც. – (ავტორი გენია.ჯი)