ფრიდრიხ-ვილჰელმ IV – „ეპიზოდი”
1848 წელს,მაშინ როდესაც „მარსელიოზა” არა მარტო პარიზში,არამედ ვენასა და ლონდონშიც გაისმოდა,ბერლინში გერმანელი ხალხი პრუსიის მეფის – ფრიდრიხ-ვილჰელმ IV-ის (1795-1861 წლები) მიერ შიდა თუ ქვეყნის გარეთ წარმართული პოლიტიკის წინააღმდეგ გამოვიდა. (ავტორი გენია.ჯი) ხალხსა და ქვეყნის ხელისუფლებას შორის ბრძოლა საშინელ სისხლისღვრამდე მივიდა.ბარიკადებზე ბრძოლები ღამითაც კი არ წყდებოდა.„ერის ხმამ და მისმა ქუხილმა” პრუსიის იმპერატორი აიძულა დათმობებზე წასულიყო.მას შემდეგ,რაც აღნიშნული ფაქტი აჯანყებულებისთვის გახდა ცნობილი,მათ ბრძოლებში დაღუპულთა ცხედრები აიღეს და მეფის სასახლისაკენ უხმოდ,მდუმარენმა წაასვენეს.
„ქუდი მოიხადე!” – განრისხებული ხმით დაუყვირა სამეფო სასახლის აივანზე მდგომ,გაფითრებულ ფრიდრიხ-ვილჰელმს მისი აივნის ქვემოთ შემოჭრილმა უზარმაზარმა ხალხის მასამ (ერმა მისმა).
…პრუსიის ამპარტავანმა მეფემ – ფრიდრიხ-ვილჰელმმა ქუდი მოიხადა იმ ადამიანთა ცხედრების წინაშე,ვინც მისივე ბრძანებით იქნენ მოკლულნი. – (ავტორი გენია.ჯი)