რა უპასუხა საყვარელმა ქალმა ჰანს კრისტიან ანდერსენს?
„ზღაპრების მეფედ” წოდებულმა დიდმა დანიელმა მეზღაპრემ - ჰანს კრისტიან ანდერსენმა (1805-1875 წლები) პარიზიდან სამშობლოში დაბრუნების შემდეგ (1843 წელს) გაიცნო ერთი ულამაზესი შვედი საოპერო მომღერალი ქალი – იენი ლინდი (1820-1887 წლები),რომელსაც ქალის ინიციატივით და-ძმობა შეჰფიცა. (ავტორი გენია.ჯი) დროთა განმავლობაში ანდერსენს „დობილის” მიმართ არა მხოლოდ დიდი სიმპათია,არამედ დიდი სიყვარულიც გაუჩნდა.მიუხედავად ამისა,კრისტიანი ქალს სიყვარულში მაინც დიდხანს ვერ უტყდებოდა.იენი ყველაფერს ხვდებოდა,თუმცა „ძმობილის” გრძნობებს მაინც სრულ იგნორირებას უწევდა. და აი,დადგა ის დღეც,როდესაც საყვარელი ქალისაგან იგნორირებულმა ჰანსმა იენთან ურთიერთობის საბოლოოდ გარკვევა გადაწყვიტა.„შვედურ ბულბულად” წოდებული იენი კრისტიანის გრძნობისმიერ სიტყვებს განზე აგდებდა,რის გამოც ანდერსენმა ლინდის ნახევრად ხუმრობით ჰკითხა:
„ – თქვენ ალბათ შეგძულდით,არა?
- არა,მე არ შემიძლია თქვენი შეძულება,რადგან ამისათვის ჯერ უნდა შეგიყვაროთ…” – მიუგო დანიელ მეზღაპრეს ქალმა. და სწორედ მაშინ გაახსენდა ანდერსენს გენიალური გერმანელი პოეტის – ჰაინრიხ ჰაინეს გენიალური ლექსის ერთი სტრიქონი:
“ვისგანაც დღემდე ავადაა სული ნამდვილად,
ჩემგან სიკეთე სანატრელი თუნდ არ ახსოვდეს;
ის არ მისურვებს ბოროტებას და არც გამკილავს,
რადგანაც იმას არ ვყვარდი მე არასოდეს”. – (ავტორი გენია.ჯი)
იენი ლინდი