ალიშერ ნავოი – „ტიტა მეგონა…”

ტიტა მეგონა,გულში ჩავიკარ,

გახურებულმა დამდაღა შანთმა,

ვარდს დავეკონე სურვილით მთვრალი,

გული გამკაწრა ეკალმა მწარმა.

ვისთვისაც სული არ დამიზოგავს,

შხამით ავსილი სასმისი მასვა,

ვის ფეხებთანაც ვემთხვიე მიწას,

მოწყალების წილ-იქვე ქვას დასწვდა.

ერთი თავი მაქვს,მესვრიან ას ქვას,

კაცი ღმერთს უნდა შევთხოვდე ას თავს.

კომენტარის დატოვება